
შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო ფირმა Smart Safety გთავაზობთ სრულ აუთსორსინგ მომსახურებას სამშენებლო, სასაწყობე, საწარმოო და ყველა სხვა ბიზნეს სექტორისთვის.
კომპლექსურ მომსახურებას აუთსორსზე: ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვასა და მართვაზე, რაც გათავისუფლებთ ზედმეტი ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ტვირთისგან. სამშენებლო სექტორი: ობიექტებზე რისკების მუდმივი შეფასება, კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების კონტროლი და უსაფრთხოების გეგმების (Health and Safety Plan) შემუშავება.
სასაწყობე მეურნეობა: ტვირთბრუნვის პროცესების ოპტიმიზაცია, თაროების და ტექნიკის უსაფრთხოების ინსპექტირება და პერსონალის სწავლება.
საწარმოო ხაზები: დანადგარებთან მუშაობის სპეციფიკური ინსტრუქტაჟი, ტექნიკური უსაფრთხოების აუდიტი და საწარმოო ტრავმატიზმის პრევენცია.
სხვა სექტორები: ოფისების, სავაჭრო და მომსახურების სფეროს ობიექტების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.
ხარჯების ოპტიმიზაციას: აუთსორსინგული მომსახურება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე შტატგარეშე ერთეულის შენარჩუნება, ამასთანავე, სრულად გაზღვევთ სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ დაკისრებული საჯარიმო სანქციებისგან. კანონთან სრულ შესაბამისობას: ჩვენი გუნდი მუდმივად ადევნებს თვალს საკანონმდებლო ცვლილებებს და უზრუნველყოფს თქვენი დოკუმენტაციისა თუ სამუშაო პროცესების შესაბამისობას ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.
ენდეთ Smart Safety-ს – ჩვენ ვქმნით უსაფრთხო სამუშაო გარემოს თქვენი წარმატებისთვის!
ტელეფონი: 599 66 66 03