ZESTAFONI.GE გთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას (რეალურ დროში) აღმაშენებლის ქუჩაზე, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი ადგილიდან (სადაც ინტერნეტია) შეძლებთ თვალი ადევნოთ ზესტაფონს.
სისტემა სრულად გამართულია და მუშაობს უწყვეტ რეჟიმში ყოველგვარი შეფერხებისა და კადრების დაყოვნების გარეშე (მიუხედავად მაღალი HD ხარისხისა), ხოლო თუ თქვენი პროვაიდერი ან ინტერნეტის დაბალი სიჩქარე ვერ უზრუნველყოფს ვიდეო ნაკადის რეალურ დროში გადამუშავებასა და ჩვენებას, შესაძლოა აღინიშნებოდეს მცირეოდენი წყვეტა კადრებს შორის, რაც გაითვალისწინეთ, რომ არ წარმოადგენს ტრანსლაციის ხარვეზს.
ტრანსლაციის ლინკი: დააკოპირეთ და გაუგზავნეთ ტრანსლაციის ნახვის მსურველებს
ტრანსლაციის პრინციპი (სქემა):
ტრანსლაციის სიახლეები:
22.07.2019
ინტერნეტ პროვაიდერის რეგიონალური ძირითადი ინტერნეტ კაბელის პრობლემის გამო ტრანსლაცია დროებით შეწყვეტილია
20.07.2019
გაურკვეველი პირ(ებ)ის მიერ მოხდა კამერის მიმართულების ფიზიკურად შეცვლა და ტროტუარზე მიმართვა, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ამავე პერიოდში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაძარცვას, ვინაიდან კამერის არეალშია მოხვედრილი