სადღეგრძელოები — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



სადღეგრძელოები

date 23 იანვარი 2022
article740.jpg

  თამადა, ქართული პურობის, სუფრის გამძღოლი. ჩვეულებრივ, მასპინძელი ან თანამეინახენი თამადად ირჩევენ ჭარმაგ პატივსაცემ მამაკაცს, რომელიც სუფრის თადარიგის მცოდნედ და მჭევრმეტყველად ითვლება. სუფრის დანიშნულების (ქორწილი, ძეობა, დღეობა, ქელეხი და სხვა) მიხედვით, თამადას ევალება ტრადიციული სადღეგრძელოების წარმოთქმა, სმის წესების, სუფრის წესრიგის, ცეკვა-სიმღერისა და ლხინის მთლი მსვლელობის რეგულირება.

  თამადა – ეს არის ლხინის ან მწუხარების მიმდინარეობის ორგანიზების ცენტრალური ფიგურა. მას საქვეყნოდ ირჩევს ოჯახის უფროსი. ამ რიტუალით იგი ხაზს უსვამს თამადის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. თამადა სასურველია იყოს იმ საზოგადოებაში პატივცემული, განათლებული, ენაწყლიანი, მომთმენი. უნდა იცნობდეს ოჯახს, შეკრებილ საზოგადოებას, ქართული სუფრის ტრადიციებს, მსვლელობას. დღევანდელ რეალობაში მთავარია თამადას ეკავოს კარგი თანამდებობა და სხვას უკვე ყურადღება არ ექცევა.

  ბუნებრივია, ყველა თამადა ინდივიდუალურია, ისევე როგორც სუფრა / შეკრების მიზეზი, მაშასადამე აქ ვერ იქნება წარმოდგენილი ყველა ინდივიდუალური შემთხვევისათვის შესაბამისი თანმიმდევრობა და თან სრულად, თუმცა ეს სადღეგრძელოები და თანმიმდევრობა გამოადგებათ ახალბედა თამადებს, რომელთაც ჯერ არ აქვთ საკმარისი გამოცდილება, რათა არ გამორჩეთ ყველაზე პოპულარული და აუცილებელი სადღეგრძელოები. 

  თუ გაქვთ საინტერესო სადღეგრძელო, დააკომენტარეთ და ჩავამატებთ ქვემოთ მოყვანილ სადღეგრძელოებს შორის.

 

1. მშვიდობის სადღეგრძელო

მხოლოდ მშვიდ ვითარებაში შეგვიძლია უფრო კარგად გავათვითცნობიეროთ ყოველივე და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. მშვიდობაა საწყისი რათა სხვა დანარჩენი სწორად წარვმართოთ.

 

2. უფლის ხსენება

გვფარავდეს ღმერთი, ჩვენს ოჯახებს

 

 

3. თავყრილობის მიზეზის სადღეგრძელო

რისთვისაც შევიკრიბეთ

 

4. ქვეყნის, სამშობლოს სადღეგრძელო

მალე გამთლიანებულიყოს და ძლიერ სახელმწიფოში გვეცხოვროს

 

5. გარდაცვლილთა ხსნოვნა (როგორც წესი, ცალკე ითქმის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულების სახსენებლი)

ვინც ჩვენ გული დაგვწყვიტა, ვინც გვენატრება და გვესიზმრება, ისინი, ვის ნახვასაც ვისურვებდით და ჩავეხუტებოდით ისე, რომ ვეღარაფერი დაგვაშორებდა

 

6. მომავალის, ხვალინდელი დღის, ბავშვების სადღეგრძელო

მომავალი დღე მათია, ჩვენზე კი ბევრი რამ არის დამოკიდებული, ვუზრუნველყოთ მათთვის ნათელი მომავალი და გავზარდოთ სწორად, ჯანსაღად. 

 

7. მშობლების სადღეგრძელო

 რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლოა, წარმოდგენაც კი შეუძლებელია რა სირთულეების გადალახვა უწევს მშობელს

 

8. დიასახლისების, ქალების სადღეგრძელო

ყველა, ვინაც მონაწილეობა მიიღო ამ სუფრის ასე გემრიელად მომზადებაში

 

9. დედმამიშვილების სადღეგრძელო

ბედნიერნი ვართ ვისაც გვყავს, ხოლო ვისაც არ ყავს მაგრამ დობას და ძმობას უწევენ მათი თამადობით

 

10. სუფრის წევრები

ყველა ვინც მოვიდა და დაგვაფასა, გაიზიარა ეს ღონისძიება

 

11. ჩვენი კეთილის მსურველების

ვისაც ჩვენთვის კარგი უნდა გულით და ვინც გვერდში გვიდგას უანგაროდ, ეს იქნება სამეზობლოში სამეგობროში თუ სამსახურში

 

12. მეგობრების სადღეგრძელო

13. სიყვარულის სადღეგრძელო

ვინაიდან მრავალმხრივია, აქ ვგულისხმობთ ორი საპირისპირო სქესის მქონე ადამიანს შორის არსებულ სიყვარულს, ეს ყველაზე ბედნიერი გრძნობა თუ ვინმეს ჯერ არ ეწვია მალე ეწვიოს და გაეზიარებინოს

 

14. წინაპრების სადღეგრძელო

იმ წინაპრების, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შემოგვინახეს დღეს ჩვენი სამშლობლო,  უზრუნველყო ჩვენამდე ანის მამულისა და სარწმუნოების მოტანა

 

15. ეკლესიის, ქრისტიანობის, რწმენის, რჯულის სადღეგრძელო

ერთ-ერთმა უპირველესმა მივიღეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება, ჩვენ არ მოგვიწია სადღაც ჭეშმარიტების ძებნა, დავიბადეთ ქვეყანაში, რომელიც საუკუნეებია ეზიარა მას და უფრო მეტი ქრისტიანი ყოფილიყოს ჩვენთან, რათა ამ წესებით თანაცხოვრება საამური იქნება, მიტევებით, ნუგეშით, გვერდში დგომითა და დახმარებით

 

16. ქართული ტრადიციების, ადათების სადღეგრძელო

სუფრით უფრო მეტი კომუნიკაცია დგება ჩვენს შორის, უფრო ახლოს არის შესაძლებელი გავიცნოთ ერთმანეთი და ურთიერთობა კიდევ უფრო მეტ პატივისცემასა და სიყვარულში გადაიზარდოს

 

17. ლამაზი მოგონებების სადღეგრძელო

ყველა ჩვენთაგანის მოგონებებშია ის ტკბილი და ლამაზი მომენტები, რომელიც გაიელვებს ხოლმე თავში

 

18. დაშლა-არმოშლის, საკართანო სადღეგრძელო

19. ყოვლად წმინდის სადღეგრძელო.

 

 

 




ქორწილი


1. მინდა უფლის სადღეგრძელო შემოგთავაზოთ, რომელმაც მოგვცა საშუალება შეკრების. ვადიდოთ უფალი, დღევანდელი დღის და სამყაროს შემოქმედი;
2. ქორწინება 7 საიდუმლოდან ერთ-ერთია, მას გვირგვინს ადგამს ღმერთი და განამტკიცებს საუკუნოდ. ვადღეგრძელოთ ჩვენი გვირგვინოსანი წყვილი - ნემე და დედოფალი;
3. ეს ქორწილი (ჯვრისწერა) წმინდა ქალაქ მცხეთაში შედგა, ქართული მართლმადიდებლობის აკვანში. ვადიდოთ ჩვენი ეკლესია მისი საჭეთმპყრობელის, კათალიკოს პატრიარქის წინამძღოლობით. ყველა წმინდანი შეეწიოს ახალშექმნილ ოჯახს;
4. ჯვრისწერას ჰყავს თავისი საყრდენი მეჯვარეების სახით. ხელისმომკიდეთ ირჩევენ ყველაზე ერთგულ და ახლობელ ადამიანებს, ანუ მეგობრებს. მათი სახით ყველას დაგილოცავთ მეგობრებს;
5. ნეფე-დედოფალს და თითოეული ჩვენთაგანს სიცოცხლე აჩუქეს მშობლებმა. მშობლებს გაუმარჯოს, ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას ცხოვრებაში;
6. სისხლით ნათესაობა შეუცვლელია, მას ვერ ავირჩევთ. უფალმა ინება ისეთი გვიყვარდეს დედმამიშვილი, როგორიცაა ნეფე-დედოფლის და ძმათა სახით გაუმარჯოს დედმამიშვილებს;
7. ბიოლოგიური მშობლების გარდა ჩვენ გვყავს სულიერი მშობლები (ნათლიების სახით). დავლოცოთ ისინი და კიდევ ერთხელ ვადღეგრძელოთ მეჯვარეები, რადგან ისნი წარმოადგენენ მომავალ ნათლიებს;
8. ქართულ სუფრაზე ყველა სადღეგრძელოს საფუძველია სიყვარული, რადგან, როგორც იოანე მახარობელი ამბობს „ღმერთი სიყვარული არს“ გაუმარჯოს სიყვარულს;
9. ამ ბედნიერ წუთებში არ დავივიწყოთ ის ადამიანები, რომელთაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში არ დასცალდათ სიყვარულით ტკბობა. ზოგი ადრე წავიდა, ზოგი გვიან, მარადიული ხსოვნა ზეციურ სამშობლოში მყოფ გარდაცვლილებს;
10. სიკვდილი ვერადოსედ მოერევა სიცოცხლეს, რომელსაც აგრძელებს და ამშვენებს მომავალი თაობა. გაუმარჯოს პატარებს და ჩვენი ქორწინების მომავალ შვილებს;
11. დღეს ჩვენ ვეზიარეთ წმინდა ქალაქ მცხეთის მადლოს, მისი სახით უდიდეს სიწმინდეს - საქართველოს, ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს. დაგილოცავთ წამებული წარსულით და იმედის მომცემი მომავლით. იმდენი წმინდანი და გმირი გვყავს, რომ მტერი ვერასოდეს გაგვაქრობს. გიორგი ანწუხელიძის ჩვენი ეპოქის გმირის სახით, უკვდავ საქართველოს გაუმარჯოს;
12. ვიც საშუალება მოგვცა, ვიამაყოთ ჩვენი ოჯახებით, ტრადიციებით, ქართული ენით, კოლორიტით, ვის მხრებზეც დგას საქართველო - ესენი არიან ჩვენი წინაპრები. ნეფე დედოფლის ბებიებისა და ბაბუების სახით, ყველას დაგილოცავთ წინაპრებს, ოჯახებ, გვარსა და ჯილაგს;
13. ახლა გაზაფხულია და გვიახლოვდება ყველაზე ლამაზი თვე მაისი. შემოგთავაზებთ სადღეგრძელოს სილამაზისა, რომლის მიმართ გულგრილი არ შეიძლება იყოს ადამიანი. ბედნიერია ის, ვისაც სიყვარულის გემო გაუგია. მე ბევრ სიყვარულს გისურვებთ ყველას;
14. ყველაფერს, რაც ჩვენთვის ძვირფასია: სიცოცხლე, სივარული, სილამაზე, ბედნიერი მომავლის იმედს აგვირგვინებს მშვიდობა. მინდა დღევანდელი ლხინიც მშვიდობიანად დავაგვირგვინოთ;
15. ჩვენი შორეული წინაპარი 3-4 სადღეგრძელოს ამბობდა სუფრაძე, დღეს 100 ზე მეტი სადღეგრძელო გვაქვს. იმ სათქმელს ანუ ლოცვას გაუმარჯოს, რომლის წარმოთქმა დღეს არ მოხერხდა. ქართული სადღეგრძელო ლოცვის ერთ-ერთი ფორმაა. უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და კეთილი ნება;