ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს თანამშრომელი გარდაიცვალა.
55 წლის ზეინკალი 40 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იგი მეოთხე საამქროში სახურავის შეკეთების სამუშაოებს ასრულებდა.
იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე კახა მაჩიტიძის თქმით, ტექნიკური უსაფრთხოების სამსახური მოიკვლევს აღნიშნულ ფაქტს და დაადგენს რამდენად იყო დარღვეული უსაფრთხოების წესები.