საქართველოს რკინიგზა ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე შეჩერებული მატარებლების გამო განცხადებას ავრცელებს.
რკინიგზის ადმინისტრაციის ცნობით, მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის შეზღუდვის შედეგად ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე დროებით შეფეხრდა მატარებლების მოძრაობა.
"ელექტროენერგიის მიწოდება განახლდა და მატარებლები ხაზზე ეტაპობრივად გავლენ. "სს „საქართველოს რკინიგზის“ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული”, – წერია რკინიგზის განცხადებაში.
მგზავრების ცნობით, თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი უამინდობის გამო ხაშურშია გაჩერებული და გზას ვერ აგრძელებს