თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრაილერზე მოთავსებულ სატვირთო ავტომანქანის კაბინას, ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია.

