გოგონას „მერსედესის" მარკის ავტომანქანა წუხელ საკუთარ სახლთან დაეჯახა. რის შედეგადაც, ქალა-ფუძის მოტეხილობა მიიღო. დაზარალებულს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
ავტომობილს 1976 წელს დაბადებული კახა ჭუმბურიძე მართავდა.
მძღოლი, რომელსაც შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია, მოწმის სტატუსით დაკითხულია, მიმდინარეობს გამოძიება.