ზესტაფონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა და-ძმა ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. მსუბუქი მარკის ავტომობილი, რომელშიც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. ავარიის შედეგად ასევე დაშავდა სამი ადამიანი. ისინი ამჟამად საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და-ძმა ლალი და თემურ მახარაძეები არიან. ავარია იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი თბილისიდან ოზურგეთის რაიონში მიდიოდნენ.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.