ფონდი "სოხუმის" თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორის ინიციატივით ჩატარდა გასვლითი შეხვედრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.
მერიის სხდომათა დარბაზში შეკრებილნი იყვნენ ზესტაფონში მცხოვრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები და სამედიცინო პერსონალი. შეხვედრაზე განიხილეს ოჯახური ძალადობა როგორც პრობლემა და მისი გამოწვევის მიზეზები.