ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს და გეპატიჟებათ საახალწლო ღონისძიებათა კვირეულზე:
25 დეკემბერი 14 : 00 სთ პედაგოგ იზა კობახიძის მოსწავლეთა კონცერტი – კულტურისა და შემოქმედების ცენტრი;
26 დეკემბერი 14 : 00 სთ გასვლითი კონცერტი კულტურისა და შემოქმედების ცენტრის მხატვრული კოლექტივების მონაწილეობით „კათარზისის“ ბენეფიციარებისთვის;
27 დეკემბერი 14 : 00 სთ კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ბავშვთა შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი;
28 დეკემბერი 14 : 00 სთ პედაგოგ ეკა ბარბაქაძის მოსწავლეთა კონცერტი – კულტურისა და შემოქმედების ცენტრი.
28 დეკემბერი 17 : 00 სთ საახალწლო კაფე – საღამო მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
29 დეკემბერი 17 : 00 სთ საახალწლო კონცერტი კულტურისა და შემოქმედების ცენტრის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ზესტაფონის“ მონაწილეობით.
31 დეკემბერს ცენტრალურ მოედანზე 22 სთ – დან სპეციალური შოუ პროგრამა მოეწყობა. საახალწლო კონცერტს ჯგუფი „სტიქია“ გახსნის. შემდეგ კი სცენა პოპულარულ ქართველ მომღერლებს დაეთმობათ. საახალწლო საკონცერტო პროგრამას გიორგი შანიძე წაიყვანს. კონცერტის დასრულების შემდეგ იქნება ფეიერვერკი.