შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” თერჯოლის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 5 ოქტომბერს 07:00დან 11:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებს: არგვეთას სრულად, ხოლო პირველი სვირის, ქვედა საქარისა და სტაროსელსკის ქუჩის ნაწილს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.