ლევან ზალკალიანმა და ლევან ზაუტაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად მდინარე აჯამურაზე ახალი ხიდის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.
ზესტაფონში მდინარე აჯამურაზე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა. ასევე მოეწყობა თანამედროვე გარე განათების სისტემა.
პროექტის ღირებულება 864 000 ლარს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.