საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის, ცაგერისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციას იწყებს.
ზესტაფონში რეაბილიტაცია ჩაუტარდება დავით აღმაშენებლის ქუჩას, ასევე – კვალითის დასახლებაში მაღლაკელიძის, შათირიშვილის და მელქაძის ქუჩებს, სოფელ ტყლაპი-ვაკემდე მისასვლელ საავტომობილო გზას. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება გარე განათება, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ტროტუარები და სანიაღვრე არხები.
პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს და მგზავრთა გადაადგილებას უსაფრთხოს გახდის.