დღეს, ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩა #8-სთან დღის 14:00 საათზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი 12 წლის გოგონას შეეჯახა.
თვითმხილველთა თქმით ავტომობილი არ მოძრაობდა დიდი სიჩქარით, თუმცა შეჯახების შედეგად დაშავებულს ორივე ფეხი აქვს მოტეხილი.


