ზაზა თავაძე — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზაზა თავაძე

date 15 სექტემბერი 2017
article351.jpg

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე (2016),ზაზა თავაძე 1975 წლის 9 თებერვალს ზესტაფონში დაიბადა.

დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია  (1996).  სწავლობდა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული  ფაკულტეტის  გერმანულენოვან მაგისტრატურაში(2001-2002).

2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

არის ევროპის საბჭოს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის 2007 წლის კურსდამთავრებული.

წარჩინებით დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი და მიიღო ბიზნესის მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით (სამაგისტრო ნაშრომის თემა: „ტექნოლოგიებით საერთაშორისო ვაჭრობა და მისი სამართლებრივი ასპექტები“) (2008-2010).

მუშაობდა ზესტაფონის რაიონის საკრებულოს და გამგეობის აპარატის  იურისტის, შემდეგ კი საორგანიზაციო  განყოფილების  უფროსის  თანამდებობაზე (1999).

იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან მუშაობის იმერეთის რეგიონალური სამსახურის  მრჩეველი (1999-2000).

მუშაობდა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში სამართლებრივ საკითხთა სექტორის წამყვან სპეციალისტად (2000-2004).

2004 წელს დაინიშნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს  იურიდიული დეპარტამენტის უფროსად.

მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ (2004-2007).

2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე იყო საქართველოს გენერალური  პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.

2008-2010 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

2010 წლის 30 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2010 წლის 15 ივნისს,  ფიცის დადების დღიდან.  ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 2010 წლის 15 ივნისსა და 2015 წლის  10 ივნისს  არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო  სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ.

ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.