დაიბადა 1912 წლის 1 იანვარს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთში. 1930 წელს სკოლის დამთავრებისთანავე ჩაერიცხა ქ. თბილისის საბჭოთა მშენებლობისა და უფლების ინსტიტუტში, საიდანაც ორი წელი სწავლის შემდეგ გადავიდა ქ. მოსკოვის სტუჩკის სახელობის საბჭოთა უფლების ინსტიტუტში, რომელიც 1934 წელს წარჩინებით დაამთავრა.
ვიქტორ მიხეილის ძე ჩხიკვაძე (1912—2006) — საბჭოთა იურისტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1947), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1964); 1991 წლიდან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.