დათო ფორჩხიძე დაიბადა 1974 წლის 28 აგვისტოს ქალაქ ზესტაფონში (ფეროს სამშობიაროში). სწავლა დაიწყო თბილისის I საშუალო სკოლაში. პარალელურად, ამავე სკოლასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში ეუფლებოდა ფორტეპიანოზე, გიტარასა და სხვა ინსტრუმენტებზე დაკვრას. გატაცებული იყო ხალხური საკრავებით. დაამთავრა 178-ე საშუალო სკოლა. სწავლა სახ. უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო. იქ აკადემიური მოსწრება და „დასწრებაც“ ძალიან დაბალი ჰქონდა. ამის საკომპენსაციოდ შესთავაზეს „კავეენის“ გუნდში ყოფნა და ასე აღმოჩნდა ლეგენდარული „კავეენშიკების“, – შონზოს, შალვა რამიშვილისა და სხვათა გვერდით. იმღერა „იალტის“ ფესტივალზე, სადაც სამ საუკეთესოთა შორის დაასახელეს. გოგა ხაჩიძისა და შალვა რამიშვილის დაჟინებული თხოვნის შემდეგ, აღადგინა ჯგუფი „სახე“, რომელიც 1990 წლიდან არსებობდა, მაგრამ მაშინ, ძირითადად, აკაპელებს მღეროდნენ როიალთან. „სახემდე“ იყო გოჩა აბაშიას ჯგუფ „ვნების“ წევრი.
ამჟამად აქვს საკუთარი სტუდია. ჰყავს მეუღლე ხატია და პატარა გოგონა ნანუკა.