Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



მუხრან მაჭავარიანი-სურთ

date 27 ოქტომბერი 2015
article247.jpg

 სურთ, _
დაუკარგონ საქართველოს სახე თავისი!
სურთ, _
საქართველო უსახური გახადონ მხარე!
(არის რა ბიჭიც! _
სამწუხაროდ, _ ბევრმა არ იცის, _
საქართველოში
ვინც ვითომდა
წესრიგს ამყარებს)!

სურთ, _
იმნაირად საქართველო აქციონ ქვეყნად, _
ქართული სადაც ძლივს ორღობის იქნება ენა, _
თვით ქართველი კი
(ნუ შემასწროს მე ამ დღეს ღმერთმა)! _
კვლავ ხელისბიჭად ეყოლება არაქართველსა!

არ ჩაეყუდა თუ თორნეში კაცი რაჭიდან!..
თუ არ ვიყიდე ზესტაფონის ბაზარში სარცხი!..
მე საქართველო ამისთანა მინდა რა ჭირად?! _
საქართველოში
ამნაირში
სიცოცხლე
არც ღირს!.