Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



გოჩა სხილაძის ლექსები

date 5 აგვისტო 2017
article176.jpg
 


 

 

 

 

 

 

პოეტი


მთოვარის სინათლეში არის უთხოვარი,
გულდანათოვარი და გულგამიჯნული
და არის მაცხოვრის ახლოს მათხოვარი
მთავარი მეინახე და მთვრალი მიჯნური.

ის არის გული მიჯნურთა ამბორების,
ხეა ბუდეგრილი და გულგალოპრილი;
ის ტირის თავდახრილი ფერფლის ამფორებთან,
ის ტირის, როცა არ გალობს აპრილი;

ის ტირის როცა არ არის გაფეთქილი
ვარდის კოკორი და ბავშვის კოკორახი.
ის ტირის როცა გულია გახეთქილი,
და უკვირს იმედი გულებს როგორ აღებს.

ის ტირის, როცა აღავსებს სფირიდებს,
მთვარის მზესუმზირით როცა გარინდდება;
ის არის იმ სასმისს როცა არ ირიდებს,
მალე მის თვალებში ცრემლი გადიდდება;

ის არის ნექტარი – ბარათი ბარამბოსი,
ის არის ტარიგი ჩვენთვის განტეხილი,
ვარსკვლავი შუბლმაღალი ნეტარი აბოსი
და უღელტეხილებზე მბორგავი ქარტეხილი;

ის არის შვილმკვდარი დედების საგოდისი,
ის არის ,,მისთა ნაკვესთა წინწალი”,
ის არის კენწერო ნაძვების პაგოდისი
და გულს ჩალურსმული სხივების ფიწალი.

მთოვარის სინათლეში არის უთხოვარი,
გულდანათოვარი და გულგამიჯნული
და არის მაცხოვრის ახლოს მათხოვარი
მთავარი მეინახე და მთვრალი მიჯნური.






გაუცხოება


დაცარიელდა სოფელი
და უკვე აღარ მეცნობა
მაღლა მზე გამათბობელი,
დაბლა დღის გულნამცეცობა.

ნუთუ არავინ არ დარჩა
მხილველი ღელის ლიპების?
გულში რაც სხივი გადარჩა,
იმის კვალს ჩუმად მივყვები.

რომ მხვდება უცხო ბავშვია, 
რომ მხვდება უცხო კაცია,
იქ ჩემ გულს უკაშკაშია,
მამას მთვრალს უბარბაცია.

ვიცი სოფელო შენი ხმა
ცრემლებად დაიბადება.
გარდაუვალი შეიქმნა
ვარდებზე თოვლის დადება.

გვერდზე ჩამივლის ბავშვობა
ნიავის მხარით გადება.
წინ გულში დანის ჩასობა!
გზად წასვლისათვის მზადება!










რო ლანგი

სკნელებს ცვიოდნენ ნიამორები,
დღეთა თვალებით მითენთილები
და ლურჯ ღამეებს მიაგორებდნენ
შეგრილებული ზეთისხილები.

თეთრ ქუთუთოებს ხრიდა შროშანი,
შეფაკლული და ჟამთა მგლოვარი.
ცივ მზეებს უხმოდ აშოშმინებდა
სიკვდილი გრილი და უხსოვარი.

დგები შიშით და ელდით უცქერი
ჩემს გულზე მზეთა გადაგორებას,
შენი სხეულის უზღვავ საფლავებს,
სულის შეკრთომას და განშორებას.

ცის უთეთრესი ფრთებით ფერფლდები,
გეყო, რაც მღვრიე მზეებს უმზირე,
დატანჯულები ვერცხლის ფარფლებით
მთვარენი ხრიან ძირს მზესუმზირებს.

სკნელებს ცვიოდნენ ნიამორები,
დღეთა თვალებით მითენთილები
და ლურჯ ღამეებს მიაგორებდნენ
შეგრილებული ზეთისხილები.






შენი შეხედვა


ფრთამოტეხილ გრიგალივით
თებერვლიდან იანვრამდი
ვერ ცემს ძველებურად გული,
ველზე დაჭკნა ჩემი ვარდი.

ისევ ვეძებ, ვერ ვპოულობ,
ახლა ვიცი მისი ყადრი.
მოგონების გამხმარ ულოს
შენს ბავშვობის დღეებს ვადრი.

ძილშიც მინდა ისევ მწამდე,
მივყვებოდე მთვარის ბადროს.
შენს შეხედვას სიკვდილამდე,
მერეც, უსასრულოდ ვნატრობ.




სიზმრების სული


რაც ამოვარდა ქარი და ქსიტი
მას შემდეგ ალბათ დიდი ხანია,
ძილში მეძახის უცნობი ჩიტი,
ციცინათლების ჩანს ლიტანია.

დამესიზმრება სიცოცხლით დაღლილს
ბავშვი რომელიც ღმერთის ხატია,
ვინც არ დატოვა ნანგრევი სახლის,
ვინც განშორება ვერ მაპატია.

სიზმრების სული ბოლოქანქალა
ეძებს ბავშვობის ხმებს, ნაფეხურებს.
ის ბავშვი თბილი და ცრემლანკარა
უცხო სახეებს სევდით შეჰყურებს.

ძილში ბავშვობის მწვანე ველია,
იქ გადაუფრენს ვარდებს პეპელა,
იქ ისევ ჩუმად ჩქეფს სამგველია,
იქ ისევ ჩუმად დის კვართებელა,

გზად ამოივლის ფირისულებით
ბავშვი სიზმრებში ხმამოწკრიალე,
და გულის ცრემლში განწირულება
ირმის ნახტომის ვერცხლით ციალებს

რაც ამოვარდა ქარი და ქსიტი
მას შემდეგ ალბათ დიდი ხანია,
ძილში მეძახის უცნობი ჩიტი,
ციცინათლების ჩანს ლიტანია.



სიზმრების სული


რაც ამოვარდა ქარი და ქსიტი
მას Aშემდეგ ალბათ დიდი ხანია,
ძილში მეძახის უცნობი ჩიტი,
ციცინათლების ჩანს ლიტანია.

დამესიზმრება სიცოცხლით დაღლილს
ბავშვი რომელიც ღმერთის ხატია,
ვინც არ დატოვა ნანგრევი სახლის,
ვინც განშორება ვერ მაპატია.

სიზმრების სული ბოლოქანქალა
ეძებს ბავშვობის ხმებს, ნაფეხურებს.
ის ბავშვი თბილი და ცრემლანკარა
უცხო სახეებს სევდით შეჰყურებს.

ძილში ბავშვობის მწვანე ველია,
იქ გადაუფრენს ვარდებს პეპელა,
იქ ისევ ჩუმად ჩქეფს სამგველია,
იქ ისევ ჩუმად დის კვართებელა,

გზად ამოივლის ფირისულებით
ბავშვი სიზმრებში ხმამოწკრიალე,
და გულის ცრემლში განწირულება
ირმის ნახტომის ვერცხლით ციალებს

რაც ამოვარდა ქარი და ქსიტი
მას შემდეგ ალბათ დიდი ხანია,
ძილში მეძახის უცნობი ჩიტი,
ციცინათლების ჩანს ლიტანია.





სიზმრების სული


რაც ამოვარდა ქარი და ქსიტი
მას Aშემდეგ ალბათ დიდი ხანია,
ძილში მეძახის უცნობი ჩიტი,
ციცინათლების ჩანს ლიტანია.

დამესიზმრება სიცოცხლით დაღლილს
ბავშვი რომელიც ღმერთის ხატია,
ვინც არ დატოვა ნანგრევი სახლის,
ვინც განშორება ვერ მაპატია.

სიზმრების სული ბოლოქანქალა
ეძებს ბავშვობის ხმებს, ნაფეხურებს.
ის ბავშვი თბილი და ცრემლანკარა
უცხო სახეებს სევდით შეჰყურებს.

ძილში ბავშვობის მწვანე ველია,
იქ გადაუფრენს ვარდებს პეპელა,
იქ ისევ ჩუმად ჩქეფს სამგველია,
იქ ისევ ჩუმად დის კვართებელა,

გზად ამოივლის ფირისულებით
ბავშვი სიზმრებში ხმამოწკრიალე,
და გულის ცრემლში განწირულება
ირმის ნახტომის ვერცხლით ციალებს

რაც ამოვარდა ქარი და ქსიტი
მას შემდეგ ალბათ დიდი ხანია,
ძილში მეძახის უცნობი ჩიტი,
ციცინათლების ჩანს ლიტანია.



გაბზნილი სარკე

ყვითელი გული ყვირის გვირილის,
მისთვის დილაა სიკვდილის შვება
მზის და სიცოცხლის ამოყვირილი
ფეხისგულებზე იგრძნეს ბავშვებმა.

ღამით ამოსდით ჩვილებს კბილები,
მამის ყოველდღე დიდდება ხელი.
ღელავ, სად წავლენ შენი შვილები
დასავლის მხარეს სხივების მხრელი.

არ უგრძელდებათ ვარსკვლავებს სხივი,
ფერდჩაცვენილი ვარდება სფერო,
მარადის გოდებ, მარადის ცივი
სიბნელე გინდა სისხლით გაფერო.

არის ანბანის ეს კიდობანი,
ცრემლით განბანილს გადუფრენს მტრედი.
მომესმა მამის ხნიერი ბანი,
როცა მის გაბზნილ სარკეს ვამტვრევდი.


გადატეხილი კენწერო
მამის ხსოვნას

აქ მზე ამოდის და ჩადის ფულზე,
დოლარისფერი სჩანს სააქაო,
დომინოსავით დაწვები გულზე
საგულდაგულოდ გათლილო ქვაო.

აღარ ანათებს აქ წითლად ბლები,
ხეზე არ სხედან ჭრელი ჩიტები,
აქ მხოლოდ ისმის ტირილი ბრმების
და სიგრილეა ჭვარტლის, ბინდების.

ცის შავმა წერომ _ მზემ ბედისწერის _ 
გულს ჩაგალურსმა სხივთა ფიწალი;
გადატეხილი დარჩა კენწერო,
ხეზე აღარ ჩანს წლების კინწალი.

ალბათ ხანდახან თუ ახელ თვალებს
და გულის ფერი გხიბლავს ვარსკვლავი.
სერზე შედგება მნახველი, მთვარე,
წელამდე თოვლი არის საკვლევი.

საით წახველი, მითხარი, მამა,
გზა არსაითკენ! რეკავს საათი!
ღმერთმა ტკივილი თუ დაგიამა,
თუ გესმის სოფლის ცრუ მასლაათი?




განბანილი კიდობანები

მთვარეთა ჩუმი, უხმოზე უხმო გრილი ზორვებით,
ეცემა ჩქამი და ფშვინავენ დინოზავრები.

კეთროვან ღამით დაცისფრული კიდობანები
ნაზარევლებით დაღლილ ტანებს განიბანებენ.

თეთრ ტილოებით კიაფობენ ანგელოზები,
დახორკლილ მინებს _ შერუჯული თაღი ეზრობათ.

მარადისობა _ სხეულების ცივი საზვერე,
მღვიმით ბრმობილი სხვა ქირონები.

მზეების ნათელს დაღვრემილი აღარ უმზერენ
თეთრ დუმფარებზე ჩამომსხდარი მღაბიობები.





კლავიშები

მინით ივსებენ ფერდებს შავი პირამიდები,
სხვა რომბებია, სხვა ხედები, სხვა კრამიტები.

მწუხრის სვეტებში შერეული სული გალხვება,
სფინქსის თვალებში შორეული მზე ითალხება.

დღეები ისევ იშვებიან მთვრალ ღამის შვლებით,
სიკვდილისაკენ მიჰკვალავენ გზას კლავიშები.

თავს ჩამოჰკიდებს მზესუმზირა ტანჩაცელილი
ცათამბრჯენების თვალებია კვლავ ჩაცვენილი.

მინით ივსებენ ფერდებს შავი პირამიდები,
სხვა რომბებია, სხვა ხედები, სხვა კრამიტები.

 

მიდიხარ


გღვიძავს სიკვდილით, სარკოფაგებს ეღამურები,
წითელი ფრთებით მოგენთება სული უტანო,
ვიცი, სიცოცხლე დამძიმდება და მონათოში
გული შორეულ შენს ნაბიჯებს მიეტანება.

მზის სიშორიდან დაღალული გემიღმურები,
ფრთებს გეთრთვილები, დაბრმობილმა თუ მოგაგენი.
ტანჯვის ღამენით, კიბეებით საღამურებით,
სამრეკლოზეა ანგელოზი უხმო ბაგენით.

ჩამოღვენთილი, გადამცხრალი შემეხორცები,
ჩაინავლები სინანულით და ამბოხებით,
მიდიხარ ჩუმად, სფეროების თეთრი ბორცვები
გზააბნეული მოგძახიან ხმადაბოხებით.

ფრთებს შეისხავენ კუბოები შენი ცხებულით
მოგადგებიან გაცივებულ მზეთა ჟრუნებით.
სიცოცხლეზე და სამყაროზე ამბოხებული
თავზე დამხობილ ულურჯეს ცას ეჟუჟუნები. 






მინოტავრები და ხროტინა ლავები

შორით რიალებენ ღამეთა ჭვარტლები
და მთვარის ბორცვები ვნებებით ნათენთი.
ფრთებით იმოსვიან ჩურჩულით მატლები
_ ჩურჩულით: შენა ხარ ბოლო ერთადერთი.

ბნელ სკნელებს ეჩვევა ჩუმი მინოტავრი,
მზეებს იშორებენ ლურჯი სარკმელები,
ღამეთა ხიდებზე დგებიან მგზავრები
გლუვ ჟამის ძელებით _ ჯვრებზესაცმელები.

წამით ირხევიან გრილი საფლავები
და მაინც ზღვებთან დგანან არხონტები,
თეთრ სვეტებს მალავენ ხროტინა ლავები,
_ იმედებს გემიდან ნასროლი ბოთლები.

ვნება მაცდურდება ეგზომ გაცვეთილი,
წყლებით იღვიძებენ ქარის სადგომები,
ისევ მეორდება ჟამის გაკვეთილი
ახალ გარდაცვლებით, ახალ აღდგომებით. 



მივდივარ ჩუმად

გულში კვლავ არის სიმაღლის და ნათლის კუნჭული,
ვარსკვლავების და შენი მკერდის ამომბურცველი;
შენი ვარდების ბაღში ვდგავარ თვალდახუჭული,
შენი ვარდიდან ჩამოვარდნას ლამობს ფურცელი.

ცრემლით ივსება თვალის გუგა, ვხედავ კურცხალით
ბრმა მერცხალივით მეჯახება მიჯნურთ ნათება,
მივდივარ ჩუმად მამასავით ბედდაუმცხრალი,
მთვარეა გარეთ და ქარების მიჩუმათება.

მივდივარ ჩუმად მთვარესავით სხივგაბურდული,
ჩიტის ჩრიტინმა, სხივრეულმა, ღამე გაღება:
შენს ვარდების ბაღს უმძიმესი ადევს ურდული,
შენს გულს ჩაესმის ვარსკვლავების ყრუ შეჯახება. . .

 

 მკის დასასრული

ყვავილნი მსხვერპლნი არიან. ცელით
მათ სინათლეში ათლოდათ გული
მამას მოცელავს დღის ღრიანცელი
და მაინც ელის ხსნას გათანგული.

მაღალ შროშნების ამ თაიგულებს 
სხივები გულზე მოეკიდება,
მათ ხელსისხლიან მეთაიგულეს 
საგალობლები უთხრეს ბინდებმა.

შენთვის ძნელია სხვების შენდობა,
შინდება ბნელით სინათლე კვართა,
სულში ტაძარი აღარ შენდება,
სიბნელე ნულის გამოიკვართა.

დაფეთებული გული ფეთქავდა, 
,,მე” აითქვიფა, ერთჯერადია,
საფეთქელს ალბათ ჩაესმის ბათქი,
მინდოდა მეთქვა: ეს ჯერ ადრეა . . . 




მწუხრის ფრთები

მზერით მფრთხალი უფსკრულები
ივსებიან ფრთების კდემით.
სიცოცხლისგან იკურნები,
სადღაც მიდიხარ და კვდები.

ნუთუ ტანჯვისათვის მოხველ,
გარდაცვლამდე ები ბნელში,
მწუხრით ამოხეთქილ ოხვრებს 
მინის გუმბათებით შეფშვნი.

გართობს კვდომა, ზორვა ცივი,
მთები მუდამ შეღამული.
ფრთები მწუხრით დანაცვივი,
თრთოლვა მზეთა დღეღამული!



მზე და ვან გოგი

დიდდება გული, მზე გარდმოიხსნა მძიმე თვლემიდან,
ისევ ვაგუბებ მომსკდარ ჟამს გონგით.
მდნარ გუდრონიდან, მოღიაღებულ საფლავებიდან
წამოიწევა მზე და ვან გოგი.

საღამოს შრამში ფეხმძიმდება მზით შიომღვიმე,
ჩურჩულებს მკვდრები და ელევსინი.
შენი თვალები დავიწყების ცას შეუღიმებს, 
კვლავ მთვარეების გაელავს სინი.

ქვის გული _ მორგი მიატოვეს ფიქრის ფარებმა,
გაერიდება მძიმე მძორთ ძელი
და ხმაჩაწყვეტილ სავსე მთვარეს გადეფარება
თმაგაწეწილი ფიქრის ძონძები.

დიდდება გული, მზე გარდმოიხსნა მძიმე თვლემიდან,
ისევ ვაგუბებ მომსკდარ ჟამს გონგით.
მდნარ გუდრონიდან, მოღიაღებულ საფლავებიდან
წამოიწევა მზე და ვან გოგი.




მზე ზამთარში

მოწყენილია რაფაზე ბალბა,
უნდა ზამთარში თბილი მზე ჩანდეს,
მე ახლობლებში ვიღიმი ყალბად
ყალბ ფაიფურით ვსვამ ,,რიო გრანდეს”.

მკლავს მთვარისხელა ვარდების დამბლა
რაც ვარსკვლავების განგებას მანდეს.
სინათლის სხივი მოწვეთავს დაბლა
ეცემა გულზე შერისხულ დანტეს.

მე მის ხმას ბოლოს შევისმენ ალბათ,
მინდა გულს სისხლის ცრემლები მბანდეს,
ეს გული სისხლის ცრემლებით დალბა,
დაეცა შუქი უღრანს და ღრანტეს.

ჩანს ახლოს სანთელჩადგმული ტაბლა,
ქარი მხარს გაჰკრავს ანთებულ სანთელს.
მე ახლობლებში ვიღიმი ყალბად
ყალბ ფაიფურით ვსვამ ,,რიო გრანდეს”.


მზის მიძინება

მზე მიესვენა მიძინებას გულმინდობილი
გული ლოდინის მინაზეა შუბლმიყრდნობილი

გულს გასერავენ ბნელზე ბნელი სვლებით ლანდები
ციცინათლებად აიშლები, გარიალდები.

გულს შემოგაფენს მძიმე ნათელს სიზმრის ფითილი
აქ მზესუმზირებს ქარებთან აქვთ ისევ ჭიდილი

დაღალულ ჯვრებთან დაყუდდება კვირაცხოველით
დაღლილობისთვე მდორეებით მიმაცხრობელი

მზე მიესვენა მიძინებას გულმინდობილი,
გული ლოდინის მინაზეა შუბლმიყრდნობილი.





მზის ზეგნები და მთვარეები

იბზარებიან ხმობით თაღები,
დუმს ვამპირების მჭლე სასილოსე,
შორს მთვარეების მისარქმელებზე
სიკვდილი მოაქვთ ციურ ნილოსებს

მთვარის მთებიდან ცა შეიბინდა
შავი ურნებით ნავარაყები,
მიძინებული მზის ზეგნებიდან 
ამოხეთქავენ თეთრი არყები.

მხრებზე სიბნელე თრთის მინაყრდნობი
სიგრილეებით მინამდორალი
წელთაღრიცხვები რაღაცას გრძნობენ
ღრმა და ქვაბოვან მინებს ტბორავენ

ამოდის მთვარის გახრილი სვეტი,
ჯვრებზე ანთხევენ სისხლს ასპიდები
და სამარეებს მორყეულ ეტლით
ჩუმი სისინით მიაქვთ ბინდები.







მზრალი სიმყუდროვე

თეთრი რძისფერი დიანები
უხმოდ გრილდებიან კამარებით,
ლურჯი თაღებით ხმიანებენ
ბნელში დაძირული სამარენი.

სული ჩაახველებს ლეთის მდორეს,
თაღი იბორცვება მინის სკნელით.
ღამეების მზრალი სიმყუდროვით
ლანდები გზებს ჩუმად მიიკვლევენ.

ბნელში მიცურავენ სამრეკლონი,
ნაწამებ ლანდთა თეთრი შუბლებით,
მოცვივა სფეროები ჩემო თებროლე,
შენთვის შეწირული საგალობლები.

თეთრი რძისფერი დიანები
უხმოდ გრილდებიან კამარებით,
ლურჯი თაღებით ხმიანებენ
ბნელში დაძირული სამარენი.




ნია

ნია, ნიავი თმებს გადაგყვება,
თუ გეშინია სულშიც იქროლებს.
ნია აქ ქარი ქარიშხალს ჰყვება,
ემშვიდობება აქ და იქ როლებს.

ავ დროებათა ანათებს ბროლი
სიზმრებში მქროლის განმარტოებას,
სადღაც სიმღერა კრთება თებროლის
და ხე ბრიალებს ყვითელრტოება.

მალე სიკვდილის ყვითელი ტორი
ქორის მზეს ქარში დაეტოლება,
დაბრკოლებაა სხივების თორი
შორით ანათონ თანატოლებმა.

ნია, თანატოსს ველი ყოველთვის
ძილში, რომელიც მისთვის ძმა არის,
მკვლელი ჯვარია იანვრის ბნელ თვის,
შენთვის ნაღველით ისმება ძმარი.

გრილი წერტილიც აქ დაისმება
და ჩაწყვეტილი სიმღერის ეხო.
სიზმარს ტირილით შეეხორცება,
მე ხომ არ მინდა, რომ მკვდრებს შევეხო.

ქროდეს, ვერ მოგწვდეს ქარი, ავდარი,
არ მიგწუროდეს მზეი აროდეს,
გამტყდარი სანთლით კრთოდეს საყდარი
მისთვის, ვინც ბნელში მიიჩქაროდეს. 



ქართან ჭიდილი

ვბედავ, გაფრენა ვნახო მერცხლების
და დაისის ქვეშ გედის დაშვება.
მკრთალი ფერი აქვს სოფელს ცოცხლების
თუ არ შევხედეთ მამას ბავშვებმა.

აქ ძილში ნათობს სიზმრის ფითილი,
თილისმა ბავშვის – დილის კულული,
მზესუმზირების ქართან ჭიდილი,
- ნათელი შენი გულდახურული...




ქეთი

ქეთი, ქარია შორი აქედან,
ქედს რომ გადუფრენს თეთრი ქედანით
დანისლულ დღეთა ფორიაქიდან
გულს ძირს დახრიან ახალბედანი.

სანამ მზემ ქეთი დღე გაანათა,
გულანათალი ჩანს ორქიდეა,
არის კრიალი ვერცხლის დანათა 
ჩემი სიცოცხლე ბნელის კიდეა. 

შენი მშვენების დანაშაულის
სასწაულია ვარდთა დაცვენა;
მერე შენს თვალებს მზე გადაუვლის,
მზე რომ ჩვენ ღამით აღმოგვაცენა.

უფალს შეასმენს როს ღაღადებას
საღამოს ქარის გრილი საყდარი,
მთვარით ვარდების გაღადღადებას
აღარ შეხედავ შენ გულგამტყდარი;

ჯვარის გზა არი არუნარეკლო,
გულში არეკლე ლია, რახელი,
რა მაღალია, ხედავ, სამრეკლო,
რა მაღალია უფლის სახელი. 




საყდრის სიგრილე

ღამით დადუმდნენ წყლის ბულბულები
და უხმო ზეცის თეთრი მინები,
საყდრის სიგრილით დაგიბრუნებენ
რბილი მთვარიდან ხმებს თრითინები.

ბნელს მოიხვევენ ბაბილონები,
ფრთიან ხარებით მინათენთები
და ლაჟვარდების ბიბილოებით
მინებს სერავენ მინარეთები.

იზრობა ხმები მზეთა მგლოვარი, 
ოხვრებით მოგფშვენს ცათა სარქველი,
ისევ მდუმარებს მთა საქომარის,
გრილი ნათელით სხვათა მიმრქმელი.

უცხო ვარ ისევ, ჩემთვის უქმია,
თეთრი ბორბალი სისხლით ნაგრილი,
კვლავ სულეთია, ბნელეთს ბუბნიან
თავის ქალები თეთრი მარგილებით.

ღამით დადუმდნენ წყლის ბულბულები
და უხმო ზეცის თეთრი მინები, 
საყდრის სიგრილით დაგიბრუნებენ
რბილი მთვარიდან ხმებს თრითინები.






სევდის სკუფია

მთვარეს ფარავს ღრუბლის ქულა,
ცად ღრუბლების ჯგუფია,
გულში შედის ტყვიის გულა,
მმოსავს სევდის სკუფია.

დამაწია ქალმა ჟატვა,
ქარმა ღრუბელს უქშია,
დაასრულა ბავშვმა ხატვა
და ეს გულიც შუქშია.

დე აკრთობდეს ბავშვის ლამპას
ქარი კულულმპობელი,
მე არ ვცდილობ ქარის დაბმას
ვრჩები გულულმობელი.




შეხვედრა

რა უბრალოდ იხსნებიან 
გულის ცრემლის საგუბრები,
რა უბრალოდ იწყებიან
ნია შენთან საუბრები.

სიზმრებიდან მოსჩანს გზები,
გზები შენთან დაუბრების,
თვალებიდან შუქი კრთების
ნიამორის და ნუკრების.

მეშინია ჟამის ფრთების
და სიბნელის დამუქრების,
რა უბრალოდ იწყებიან 
ნია შენთან საუბრები.



სიცოცხლის ექო

სანამ ეს გული სანთლად ანათებს,
სანამ ფანჯრიდან ჩანს ბეგონია,
მამიდან იღებს ბავშვი ბარათებს,
სიცოცხლე მისი ექო ჰგონია.

გახედავს ბაღებს სიზმარამხდარი,
უცნაურია ვარდის სინედლე,
ღრუბლიანი ცის შუბლი ჩამტყდარა,
ვარსკვლავებიდან მოჩანს სინათლე.






ბინდის საუფლო

ბოლოჟამს ვთლიდი კორძიან კუბოს 
და იმ დღის სხეულს უხმოდ ვლურსმავდი,
დგებოდა ნელა ბინდთა საუფლო
მნათობებით და მინის გუმბათით

ვუსმენდი ოხვრით მოვარდნილ ნილოსს
სისხლით სფეროებს როცა რეცხავდა
კუბოთა რხევით უნდა გაგრილო
აქ შენი სახე გამომეცხადა

მარადისობის ფსკერზე მილექე
დღეები ტანჯვით დაბეჭდულები
მოვა ჟამი და მერე იფეთქებს 
სისხლით და ხორცით სავსე ჭურები

მომდგარა ჟამი შიშით და ზაფრით
და ამ სამყაროს სხვად ეფინები
მარგალიტების ჩუმჩუმა შთაფვლით
კვლავ შეისხამენ ფრთებს დელფინები.







სონეტი სიკვდილზე

ეძღვნება გეორგ თრაქლის


გარეთ ქარებს აქვს გულის ფანცქალი,
მზე რომ უკვდება მიმქრალ მდელოებს,
ხმა უკუნიდან ბოლოქანქალის
ველზე ოქროებს გააბრელოებს.

დაცვივა სხივი ობოლ მარგალიტს
და მზესუმზირებს უსახელოებს,
რა ახლოს ელავს ელავს შავი ნამგალი,
ვაი მუნჯებს და უმეტყველოებს.

ვარდებთან მარტო გვიყურყუტია,
ნიავმა გრიგალს აქ გზა უტია,
დიდება დიდებს, გამონაკლისებს!

ბნელი ღრუბელი, ჩიტის ჟღურტული,
ბავშვი სინათლით თავჩაღურთული
ვიცი, ხანდახან მოგვისაკლისებს...






სულის უხმო ფსკერი

განთიადი შემოაწვა სარკმელებს,
სული სდუმდა სხვა მთვარეთა ნაღველით,
სულზე გრილი თეთრი მისარქმელიდან
სხვა სივრცეა კრძალვით დაუნახველი.

ისევ გახსოვს ღამეების სიგრილე,
მთვარეები თეთრ ფარფლებზე მგლოვარი,
თეთრი სვეტი _ უხსოვრობით მიხრილი,
თეთრი ტანი _ თავის თავის მგვემარი.

ვიცი, რომ ცა სულის უხმო ფსკერია,
რომ ეთერში ცახცახებენ ხბორები,
აღმოსკდება ანგელოზი ქვევრიდან
და სიცოცხლეს ბაგით ეამბორება.

მე ვარ მარტო და სიკვდილის ზურბლები,
მზერის ზრობით ლეთის ტბორზე ნაზნექი,
მოვა ქარი, უხმოდ წამოუბერავს, 
შიშველ რტოებს სიყრუისკენ დაზნიქავს . . .

განთიადი შემოაწვა სარკმელებს,
სული სდუმდა სხვა მთვარეთა ნაღველით,
სულზე გრილი თეთრი მისარქმელიდან,
სხვა სივრცეა კრძალვით დაუნახველი.




სხივები გულში
ეკას



ჩემი ბავშვობის დაღმართებში დის კვართებელა,
სხივების კვართში არის ვარდი, ხატიპეპელა;

შენ ამოავსე ვარსკვლავებით ეს ნაპრალები,
კვლავ ცოცხალი ვარ, შენგნით შენგან შენაბრალები;

სხივები გულში ოქროს სილად დაინუკრება,
შენს თვალებიდან შემოხედეს დაისს ნუკრებმა;

გული მარტოა სიბნელიდან ამოჩურჩული,
შენს სინათლეში შემოღწევას ლამობს ჩურჩული;

ჩემი ბავშვობის დაღმართებში დის კვართებელა,
სხივების კვართში არის ვარდი, ხატიპეპელა.



1. კვართებელა – წყარო, რუ სოფელ ფუთში.
2. დაინუკრება – დანუკვრა, დალექვა რამე მღვრიესი.
3. ამოჩურჩული – ამოჩურჩვა, ამოჩაჩვა, ამოჩლაჩვა, ამოჩლუჩული.







თაღი ალმურობდა მრავალთვალიერი

დუმდნენ ურანოსის თეთრი სფეროები,
ოდნავ ნაყვითლარი და ნაღველნარევი.
გულში იძრებოდნენ ყრუ ხმიერობანი
და ტაძრებს ფარავდნენ შავი ლეღვნარები.

უმსხვერპლოდ, უხმოდ დუმდნენ ბომონები,
ჭერში ფრთხიალებდნენ შავი ქურუმები,
ხმობითY ხრიალებდნენ ქარების ბორნები
და მზისკენ დიოდნენ ნელი ურმულებით.

სვეტებთან როკავდნენ ქალნი სამთვარიო,
ზარი გუგუნებდა ცაში გადახრილი,
თაღი ალმურობდა მრავალთვალიერი,
დახოცილ ნახირთან ზმუოდა მენახირე.

ზარზე მძიმე არის ტანის აღდგომანი,
ამაოდ დაგიცვეს რვალის ასპიდებმა.
აქეთ სიცოცხლეა შენი საგლოვარი,
იქით სიკვდილი და მუდამ დამშვიდება.




უცნაური ნათელი

გულის კიდეშიც ცეცხლი გიგინებს,
გული შენ გხატავს დანატრებული;
მე ვხედავ ბნელში ქერა კიკინებს,
ოქროსფერ სხივებს აფენს კრებული.

ჩქარი სიზმარის ლივლივებს ჩქერი,
მტერი კოშმარის სხვაა მედუზა;
მე ვარ ამ კერის უცნობი გერი,
შენს წინ სიბნელის ზღვა ამეტუზა.

შენი თვალების ცით მიფრენია,
სიზმრებშიც მინდა, ხვალ რომ გიხილო,
მაცოცხლებს მაგ ცის სიცისფრე ნია,
ციმციმებს შენი თვალის ღიღილო.

გევსება თმები ვარსკვლავთა ბირკით,
შენშია ვარდი და მაკრატელი;
ჩაუვლი სოფელს მაღალი ფიქრით
და უცნაური დაგაქვს ნათელი.



ვარსკვლავების დარაჯი

ამ ველურ ვარდებში ვარ ეულ-მთვარეული,
შივას ვარსკვლავების მიყვარს დარაჯობა
არ მშივა სიცოცხლე არეულ-დარეული,
გული ეუბნება სიკვდილს გამარჯობა.

შენდობა შენდა ვარსკვლავო სხივქორბუდა, 
შენდამი ვარდი ვარ მიქელ-გაბრიელო
ვარსებობთ შენ და მე ოქროსფერო ბუდა,
მე აქ მთვარის ვერცხლი უნდა გიბრიალო.

ტყდებიან ვერხვები ცეცხლით ასვეტილი,
დაისვა წერტილი ვარდების სახსოვარის
მთვარის დამაფიქრებს ღილი აწყვეტილი
და ღიმილჩაქრობილი ჯვარი მაცხოვარის.

აქ არის მთვარე მთქნარებით მონავალი, 
ზღვარი იანვარის, ქარების, მყინვარების,
ვარდი, ვარსკვლავები, ბავშვი ონავარი,
კვლავ ქარის ამოვარდნა ხვალის მძვინვარების.




ხარიშუბლა მზე 

შებზარულია ქალა თხემების
მზემ ჩაიარა კვლავ ხარის შუბლით
შავ მთვარეების ამოხველებით
ყრუ მდუმარება დაგხარით უფლის

მინის თაღები წვანან ღამეზე,
სივრცეებისკენ იწევენ მხრები,
სისხლის მტევნებში იხრება მეზვრე,
მხურვალე შუბლებს აგრილებს ჩვრები.

ამ სიმაღლიდან მიწაა მძიმე;
ღამე კომეტებს თავის მკერდს მოთლის
და საფლავებთან მზით მოციმციმე
დუჟმორეული იხსნება ბოთლი

და სული მაინც წითლის ფერია,
ჩუმად იელვებს ფერცვლილი ბადრო.
ღამეს ახალი დღე მიჰფენია
სიკვდილისაკენ ხრილი დროდადრო.






ხე წრიალებს უკენწერო

ნიავია რა ხანია,
გულმა ისევ ნახა ნია
დუმხარ – ნიაგარა ჰყვირის
ბახ! ჰოეა, ბახ! ანია

ვარსკვლავების ბროწეულის
კვლავ ცვენა და ჯახანია,
გული შენსკენ მოწეული
ხან ვარდია და ხან ია,

მნათობების წოწიალი
თვალის ვიწრო საკანია,
ვცანი ნათობს ძოწი, ალი,
ლალიც ნათობს რა ხანია.

ხე წრიალებს უკენწერო,
წერო ქარის საგანია,