20 და 21 ივლისს სეზონს პრემიერით დახურავს — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ხანუმა

date 18 ივლისი 2022
article749.jpg

  ზესტაფონის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 20 და 21 ივლისს სპექტაკლის „ხანუმა“ პრემიერა გაიმართება.

„გიბრუნდებით კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლით. 20, 21 ივლისს, 18:30 საათზე, სეზონს დავხურავთ პრემიერით - „ხანუმა“ (კომედია ორ მოქმედებად), აქვსენტი ცაგარელის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით; ტექსტი ადაპტირებულია ალექსანდრე ელოშვილის მიერ. თქვენ წინ გელოდებათ მხიარული და სასიამოვნო 2 საათი“, - ამის შესახებ ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი სოციალურ ქსელში წერს.

სპექტაკლის რეჟისორია ალექსანდრე ელოშვილი, მუსიკალური გაფორმება - ნიკოლოზ რაჭველის. სპექტაკლში გამოყენებულია ვიქტორ დოლიძისა და არჩილ კერესელიძის მუსიკალური კომპოზიციები; მხატვარი: ნათია ბერაძე; ქორეოგრაფი: ხვიჩა ხარაზიშვილი; ტექნიკური რეჟისორი: მარი აბესაძე.

მონაწილეობენ: თემურ კიკნაველიძე, ნინო აბესაძე, ბადრი ტაბატაძე, გიორგი გლოველი, ნანა ისიანი, ნინიკო აბესაძე, თემურ ქველიაშვილი, ზურაბ აბესაძე, გიორგი ჩაჩუა, ბარბარე სუჯაშვილი, მარეხ აბესაძე.

სპექტაკლში ასევე მონაწილეობს: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედებით ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ზესტაფონი“.