Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონელი გმირი, რომელმაც მღვდელი გადაარჩინა

date 14 ივნისი 2017
article189.jpg

   

   5 ივნისს ზესტაფონში გაჩენილი ხანძრის შედეგად სასულიერო პირი, მამა დავით აბულაძე დაშავდა. მამა დავითი წმინდა გიორგის ტაძარში მსახურობდა, თუმცა ბოლო დროს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გადაადგილება აღარ შეუძლია და ლოგინად არის ჩავარდნილი. როცა მის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, სასულიერო პირის მეზობელი ალექსი საცერაძე დაუფიქრებლად შევარდა სახლში და მღვდელი სიკვდილს გადაარჩინა.

 

 

 

  



 

 
სასულიერო პირი საავადმყოფოში რამდენიმე დღის მანძილზე იწვა, ის უკვე გაწერეს კლინიკიდან. 
- სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, როცა ჩემს უფროს შვილს დავურეკე, გავიგონე ყვირილის ხმა, შევშინდი და სასწრაფოდ გავიქეცი სახლისკენ. სახლთან მისულს, მეზობლის სახლი კვამლში გახვეული დამხვდა, ადგილზე უკვე მუშაობდა სამაშველო სამსახური. მივხვდი, რომ მამა დავითი არ ჰყავდათ გამოყვანილი სახლიდან, შევედი ალმოდებულ სახლში და მამაო გამოვიყვანე. 
- მეზობლები ხართ?
- კი, მამაო ჩემი მეზობელია. ინსულტი მიიღო და მას შემდეგ გადაადგილება აღარ შეუძლია. ძირითადად სულ თავის ოთახში ზის, მე ვიცოდი სად უნდა მეპოვა მამაო, სიბნელე იყო მთელ სახლში, მაგრამ მაინც ვიპოვე, თავის საწოლზე იჯდა და ხმის ამოღების თავიც არ ჰქონდა. ხელში ავიყვანე და გარეთ გამოვიყვანე. 
- თქვენც დაშავდით?


- მე არ მიმიღია დამწვრობა, მამაო იყო დაშავებული და კლინიკაშიც იწვა. საწყალ კაცს ყველაფერი დაეწვა და ხალხს ვთხოვ, იქნებ რაღაცნაირად დავეხმაროთ. 
- არ შეგეშინდათ ცეცხლმოკიდებულ სახლში შესვლა?
- ეს ჩემი ინსტიქტია. მამაო გარეთ რომ ვერ დავინახე, მივხვდი უბედურება დატრიალდებოდა და ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ ისე შევვარდი სახლში. ის გარეთ ფაქტიურად არც გამოდის, რადგან არ შეუძლია და არც არავის ეცოდინებოდა სახლში თუ იყო ხანძრის დროს.

  
- რამდენი წლის ხართ?
- 48 წლის ვარ, ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ მძღოლად. ორი შვილის მამა ვარ. ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, ყველა წამი ომია და სულ უნდა ვეცადოთ, ამ გაჭირვებაში და ბრძოლაში ისე მოვიქცეთ, როგორც ქართველ კაცს შეეფერება