ZESTAFONI.GE - 2 წლისაა! + კონკურსი!!!
2008 წლის 18 მარტი - დღე, როდესაც პირველად გაეშვა ზესტაფონის საინფორმაციო შემეცნებითი პორტალი ZESTAFONI.GE!
დღემდე, ბევრ ინტერნეტის ფართო ქსელით ათვისებულ დიდ ქალაქებსაც არ გააჩნიათ ვებ საიტი, რომელიც დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამა თუ იმ ქალაქის მსოფლიო ინტერნეტ სივრცეში წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში.
ZESTAFONI.GE - წარმოადგენს არაკომერციულ პროექტს, რომელიც ფიზიკური პირების მფლობელობაშია და შეძლებისდაგვარად ხდება როგორც ექსკლუზიური, ასევე თავისუფალ ინტერნეტში მოძიებული მასალების განთავსება.
საიტი აგებაში გამოყენებულია პროგრამირების შემდეგი ენები: PHP, MYSQL.
მისი სისტემა საკმაოდ მოხერხებულია. საიტზე შემოსულ სტუმარს შეუძლია დარეგისტრირება, რის შემდეგადაც ეძლევა მთელი რიგი უპირატესობები: კომენტარების დამატება, საიტზე სიახლის დამატება (ადმინისტრაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში მათი გამოქვეყნება), ფორუმი, პირადი შეტყობინებებისა და ჩეთში მიმოწერა და სხვა......
დაარსების დღიდან დღემდე საიტის მთვლელის მიერ დაფიქსირებულია შემდეგი სტატისტიკა:
სულ უნიკალური მომხმარებლების რაოდენობა: 47032 - რაც იმას ნიშნავს, რომ 2 წლის განმავლობაში საიტი იხილა 47 032 უნიკალურმა მომხმარებელმა (სხვადასხვა კომპიუტერიდან და IP მისამართიდან). საიტის დღიური სტატისტიკა მერყეობს 120 დან 200 უნიკალურ ვიზიტორამდე.
საიტის 2 წლის იუბილესთან დაკავშირებით ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაატაროს კონკურსი და გამარჯვებულს გადასცეს სასურველი საიტი ZESTAFONI.GE-ს არსებულ ქვედომენის ზონაში. კერძოდ:
კ ო ნ კ უ რ ს ი
კონკურსის მიზანი:ხელი შეუწყოს იმ ორგანიზაციასა თუ კერძო პირს, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება საკუთარი ვებ საიტი - რაიმე სახის ინფორმაციის თუ საქმიანობის შესახებ ინტერნეტის ფართო საზოგადოების წინაშე წარსადგენად.
წესები: კონკურსი ტარდება 18 მარტიდან 18 მაისამდე და დასრულებისთანავე გამოვლინდება გამარჯვებულები, რომელთაც გამოავლენს როგორც ადმინისტრაცია, ასევე საიტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.გამარჯვების შემთხვევაში მოგებულ საიტზე არ უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებები.
კონკურსში მონაწილეობა:შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს, რომელიც ცხოვრობს და საქმიანობს ზესტაფონის რაიონში
როგორი იქნება საიტი:საიტი დაჰოსტავს ჩვენს არსებულ ZESTAFONI.GE-ს ჰოსტინგზე (რომელიც ამერიკაშია განთავსებული). გამარჯვებულს გამოეყობა მისი საქმიანობისათვის შესაბამისი ოპტიმალური ვებსივრცე, ხოლო საიტის სახელი იქნება შემდეგი სახის: მაგალითად SAXELI.ZESTAFONI.GE, MYCOMPANY.ZESTAFONI.GE ანუ ZESTAFONI.GE-ს წინ იქნება თქვენთვის სასურველი სახელი. ასევე, კონკურსში გამარჯვებული მიიღებს საკუთარ ელექტრონულ ფოსტას შემდეგი სახით SAXELI@ZESTAFONI.GE
როგორი მივიღო მონაწილეობა:კონკურსი დაწყებულია. წარმატებებს გისურვებთ.
პატივისცემით,
საიტის ადმინისტრაცია