ნავიგაცია



ძებნა


ზესტაფონის ამინდი


გამოკითხვა




თქვენი კავშირი ზესტაფონთან

ვცხოვრობ ზესტაფონში
წარმოშობით ვარ ზესტაფონიდან
ნათესავი მყავს ზესტაფონში
მეგობარი მყავს ზესტაფონში
გავლით ვარ ნამყოფი
ვმუშაობ ზესტაფონში
არაფერი




რეიტინგული სიახლე


ზესტაფონის ფაილები


არქივი




მაისი 2012 (15)
აპრილი 2012 (5)
მარტი 2012 (4)
თებერვალი 2012 (7)
იანვარი 2012 (6)
დეკემბერი 2011 (3)
ნოემბერი 2011 (3)
ოქტომბერი 2011 (5)
სექტემბერი 2011 (5)
აგვისტო 2011 (3)
ივლისი 2011 (2)
ივნისი 2011 (2)
მაისი 2011 (8)
აპრილი 2011 (2)
მარტი 2011 (4)
თებერვალი 2011 (4)
იანვარი 2011 (7)
ნოემბერი 2010 (3)
ოქტომბერი 2010 (4)
სექტემბერი 2010 (1)
აგვისტო 2010 (3)
ივლისი 2010 (1)
ივნისი 2010 (1)
მაისი 2010 (2)
აპრილი 2010 (2)
მარტი 2010 (3)
თებერვალი 2010 (4)
იანვარი 2010 (6)
დეკემბერი 2009 (3)
ნოემბერი 2009 (3)
ოქტომბერი 2009 (3)
სექტემბერი 2009 (5)
აგვისტო 2009 (5)
ივლისი 2009 (9)
ივნისი 2009 (1)
მაისი 2009 (4)
აპრილი 2009 (4)
მარტი 2009 (6)
თებერვალი 2009 (2)
იანვარი 2009 (4)
ნოემბერი 2008 (1)
ოქტომბერი 2008 (5)
სექტემბერი 2008 (5)
ივლისი 2008 (1)
ივნისი 2008 (15)
მაისი 2008 (4)
აპრილი 2008 (4)
მარტი 2008 (26)


Top რეიტინგი



მთავარი გვერდი
ფორუმი
კონტაქტი
ადმინისტრაცია

sareklamo




sxiladze 1
კატეგორია: shemoqmedeba

გოჩა სხილაძე:დიდი მზესუმზირა (I ნაწილი)

sxiladze 1

ბავშვობა

ძმას


წარსულმა აქაც ხმა დამაწია,
ყეფს მანწიების ლეკვი ბუხულა,
მაშინ შორს იყო გაწამაწია,
ჯერ ფეხზე იდგა მამის ხუხულა.

ჩვენ დავაგუბეთ ლიპთან გუბურა,
თვალს გვადევნებდა თხმელის ჭინჭრაქა
და მერე უცებ ცა დაიბურა,
მამის ვენახი მთლად დაიჭრაქა.

ვინც კი მიმაჩნდა ჩემზე სულგრძელად,
ყველამ ინანა ქვეყნად გაჩენა.
ვენახს არავინ გამოუცელა
და ჩვენ არავინ გვკითხა დარჩენა...


მანწიები _ უბანი სოფელ ილემში






ბოლო სიზმარი


ასისინდები ლეთით, უნასით,
კრთება ნაფლეთი ბინდის ? წრუწუნა,
აქ ვარსკვლავებით ასი ათასით
მკვდარმა სიზმარში დაიწუწუნა.

მკვდარში ანათებს სიზმრების მარში,
მთვარის არშია და ქრიზანთემა;
ქარი ჩაწყნარდა ბოლოს სიზმარში
- მზესუმზირების ჩაქრა ნათება!




ცად აყრდნობილი

სიცოცხლე მზე და ფაეთონია,
სიკვდილი ისევ სხვა საპყრობილე.
სული მარტოა თეთრი სვეტივით,
სფინქსის დუმილით ცად აყრდნობილი.

ჩამოშვებული ეთერის ტანით,
ღამე ხმიანობს შენი მფარველი,
დახრილ თვალებით შემოგყვებიან
დამძიმებული ლურჯი მთვარენი.

მინის თაღები წყლებში ინთქება,
რბილ სვეტებს შორი ცანი ჰყინავენ,
ფრთებგარუჯული მიესვენება
არყოფნის ლანდზე თეთრი ფრინველი.

სიცოცხლე მზე და ფაეთონია,
სიკვდილი ისევ სხვა საპყრობილე.
სული მარტოა თეთრი სვეტივით,
სფინქსის დუმილით ცად აყრდნობილი.




ცრემლების კლდე

ვიცი ნია ეგ თმები
ცით ვარდების დაშვების,
გლიცინიად ენთები,
ფრთებს დაჰყვები შაშვების.

გულს გრჩენია ტაროსი,
ზღვებად ატორტმანება,
ხმები ამ სამყაროსი,
კვიპაროსის ზმანება

და ცრემლების კლდეები
ვარსკვლავთა დაცალების,
უნიათო დღეები
ჩემი გარდაცვალების.




დაბრუნება


არის ცისარტყელები
ფერი ციცარ იელის,
ვიცი ქარის ხელები
მკვდარი სიცარიელის.

შორს არიან გორანი,
გორა დავითოული.
წყნარი ქარი, ყორანი,
თოთო ფიფქი, თოული.

წვიმამ დაალილავა
ილმელების თხმელები,
იწვის მაღალი ლავა,
ბეწვის ფერი მელების.

ითლებიან ხანდები,
ხარ შენც ერისსაგანი.
მანდეთ დიდხანს ხანდები,
ფერით მღერის საგანი.

აქეთ გზაა ილმისი,
ირმის კვალი, ურმები.
ნათობს მისი ივლისი,
ნათობს მისი ხურმები.

არის ცისარტყელები,
ფერი ციცარ იელის,
ვიცი ქარის ხელები
მკვდარი სიცარიელის.




დიდი ცრემლი

მთოვარის სინათლეში არის უთხოვარი,
გულდანათოვარი და გულგამიჯნული
და არის მაცხოვრის ახლოს მათხოვარი
მთავარი მეინახე და მთვრალი მიჯნური.

ის არის გული მიჯნურთა ამბორების,
ხეა ბუდეგრილი და გულგალოპრილი;
ის ტირის გადახრილი მთოვარის განბორებას,
ის ტირის, როცა არ გალობს აპრილი;

ის ტირის, როცა აღავსებს სფირიდებს,
მთვარის მზესუმზირით როცა გარინდდება;
ის არის იმ სასმისს როცა არ ირიდებს,
მალე მის თვალებში ცრემლი გადიდდება;

ის არის ნექტარი ? ბარათი ბარამბოსი,
ის არის ტარიგი ჩვენთვის განტეხილი,
ვარსკვლავი შუბლმაღალი ნეტარი აბოსი
და უღელტეხილებზე მბორგავი ქარტეხილი;

ის არის შვილმკვდარი დედების საგოდისი,
ის არის ,,მისთა ნაკვესთა წინწალი?,
ის არის კენწერო ნაძვების პაგოდისი
და გულს ჩალურსმული სხივების ფიწალი.

მთოვარის სინათლეში არის უთხოვარი,
გულდანათოვარი და გულგამიჯნული
და არის მაცხოვრის ახლოს მათხოვარი
მთავარი მეინახე და მთვრალი მიჯნური.




ფიფქის დაცემა

ამ გულს სანთელი აუნთე ნია,
სანამ ნიანგის ხახა ანათებს.
განათელ ვარდთან ჩანს უთენია,
ცრემლნი შვენიან ამ ამანათებს.

Nნია, ნიადაგ ბნელით ენთები,
შენ გელი ბლების შეთვალებიდან,
ფრთების გნიასით დავითენთები,
როს ია სტირის შენს თვალებიდან.

ნია თუ უნდა შენს დუნე ტაროსს
სამყაროს ხაროს დუდუნებს ფიქრი
და უნებლიეთ ვარდს უნეტარესს
მთვარისოდენა ეცემა ფიფქი.

ის არის მთვარე ნალისოდენა,
შენაჩვენები ალით გამტყდარი,
მაღალი ვარდით ცრემლის მოდენა,
და ხვალის მხრებზე მდგარი საყდარი.

ამ გულს სანთელი აუნთე, ნია,
სანამ ნიანგის ხახა ანათებს,
განათელ ვარდთან ჩანს უთენია,
ცრემლნი შვენიან ამ ამანათებს.




გაბზნილი სარკე

ყვითელი გული ყვირის გვირილის,
მისთვის დილაა სიკვდილის შვება
მზის და სიცოცხლის ამოყვირილი
ფეხისგულებზე იგრძნეს ბავშვებმა.

ღამით ამოსდით ჩვილებს კბილები,
მამის ყოველდღე დიდდება ხელი.
ღელავ, სად წავლენ შენი შვილები
დასავლის მხარეს სხივების მხრელი.

არ უგრძელდებათ ვარსკვლავებს სხივი,
ფერდჩაცვენილი ვარდება სფერო,
მარადის გოდებ, მარადის ცივი
სიბნელე გინდა სისხლით გაფერო.

არის ანბანის ეს კიდობანი,
ცრემლით განბანილს გადუფრენს მტრედი.
მომესმა მამის ხნიერი ბანი,
როცა მის გაბზნილ სარკეს ვამტვრევდი.




გადატეხილი კენწერო
მამის ხსოვნას

აქ მზე ამოდის და ჩადის ფულზე,
დოლარისფერი სჩანს სააქაო,
დომინოსავით დაწვები გულზე
საგულდაგულოდ გათლილო ქვაო.

აღარ ანათებს აქ წითლად ბლები,
ხეზე არ სხედან ჭრელი ჩიტები,
აქ მხოლოდ ისმის ტირილი ბრმების
და სიგრილეა ჭვარტლის, ბინდების.

ცის შავმა წერომ _ მზემ ბედისწერის _
გულს ჩაგალურსმა სხივთა ფიწალი;
გადატეხილი დარჩა კენწერო,
ხეზე აღარ ჩანს წლების კინწალი.

ალბათ ხანდახან თუ ახელ თვალებს
და გულის ფერი გხიბლავს ვარსკვლავი.
სერზე შედგება მნახველი, მთვარე,
წელამდე თოვლი არის საკვლევი.

საით წახველი, მითხარი, მამა,
გზა არსაითკენ! რეკავს საათი!
ღმერთმა ტკივილი თუ დაგიამა,
თუ გესმის სოფლის ცრუ მასლაათი?




განბანილი კიდობანები

მთ;ვარეთა ჩუმი, უხმოზე უხმო გრილი ზორვებით,
ეცემა ჩქამი და ფშვინავენ დინოზავრები.

კეთროვან ღამით დაცისფრული კიდობანები
ნაზარევლებით დაღლილ ტანებს განიბანებენ.

თეთრ ტილოებით კიაფობენ ანგელოზები,
დახორკლილ მინებს _ შერუჯული თაღი ეზრობათ.

მარადისობა _ სხეულების ცივი საზვერე,
მღვიმით ბრმობილი სხვა ქირონები.

მზეების ნათელს დაღვრემილი აღარ უმზერენ
თეთრ დუმფარებზე ჩამომსხდარი მღაბიობები.




კლავიშები

მინით ივსებენ ფერდებს შავი პირამიდები,
სხვა რომბებია, სხვა ხედები, სხვა კრამიტები.

მწუხრის სვეტებში შერეული სული გალხვება,
სფინქსის თვალებში შორეული მზე ითალხება.

დღეები ისევ იშვებიან მთვრალ ღამის შვლებით,
სიკვდილისაკენ მიჰკვალავენ გზას კლავიშები.

თავს ჩამოჰკიდებს მზესუმზირა ტანჩაცელილი
ცათამბრჯენების თვალებია კვლავ ჩაცვენილი.

მინით ივსებენ ფერდებს შავი პირამიდები,
სხვა რომბებია, სხვა ხედები, სხვა კრამიტები.



ადრეული ზამთარი


მეგობრის ხსოვნას


ზამთრის წინ ვარდი დაიკოკრება
და ინათებენ ყვითლად გოგრები,
გულში სხივების ცდილობ მოკრებას,
თვალნათელ ბავშვებს ემეგობრები.

სერზე გადიფრენს საფლავის ყვავი,
ენაჭარტალა და მესოფლია,
შენ კი გახარებს სიმინდის ხვავი,
საწნახლის ტუჩზე ტკბილი დორბლია.

დილით აღარ სჩანს გვირგვინოული,
ბნელ ველზე დგახარ სანთელჩამქრალი,
შენს წინ ყელამდე არის თოული,
ფეხქვეშ ვარდება დიდი ნაპრალი.

შენთვის არასდროს მოვა მაისი,
ვარდებს არავინ აგიბრიალებს,
შენ გელის მხარე არარაისი,
იქ სისხლი წვეთავს, დანა პრიალებს,

ქარი ვარდებზე ცდილობს დაშვებას,
ვტირი, ბავშვები რომ არ გამშვენებს,
ჰე, მეგობარო ჩემი ბავშვობის
შენი ფანჯარაც ამოაშენეს.




მიდიხარ

გღვიძავს სიკვდილით, სარკოფაგებს ეღამურები,
წითელი ფრთებით მოგენთება სული უტანო,
ვიცი, სიცოცხლე დამძიმდება და მონათოში
გული შორეულ შენს ნაბიჯებს მიეტანება.

მზის სიშორიდან დაღალული გემიღმურები,
ფრთებს გეთრთვილები, დაბრმობილმა თუ მოგაგენი.
ტანჯვის ღამენით, კიბეებით საღამურებით,
სამრეკლოზეა ანგელოზი უხმო ბაგენით.

ჩამოღვენთილი, გადამცხრალი შემეხორცები,
ჩაინავლები სინანულით და ამბოხებით,
მიდიხარ ჩუმად, სფეროების თეთრი ბორცვები
გზააბნეული მოგძახიან ხმადაბოხებით.

ფრთებს შეისხავენ კუბოები შენი ცხებულით
მოგადგებიან გაცივებულ მზეთა ჟრუნებით.
სიცოცხლეზე და სამყაროზე ამბოხებული
თავზე დამხობილ ულურჯეს ცას ეჟუჟუნები.




მინოტავრები და ხროტინა ლავები

შორით რიალებენ ღამეთა ჭვარტლები
და მთვარის ბორცვები ვნებებით ნათენთი.
ფრთებით იმოსვიან ჩურჩულით მატლები
_ ჩურჩულით: შენა ხარ ბოლო ერთადერთი.

ბნელ სკნელებს ეჩვევა ჩუმი მინოტავრი,
მზეებს იშორებენ ლურჯი სარკმელები,
ღამეთა ხიდებზე დგებიან მგზავრები
გლუვ ჟამის ძელებით _ ჯვრებზესაცმელები.

წამით ირხევიან გრილი საფლავები
და მაინც ზღვებთან დგანან არხონტები,
თეთრ სვეტებს მალავენ ხროტინა ლავები,
_ იმედებს გემიდან ნასროლი ბოთლები.

ვნება მაცდურდება ეგზომ გაცვეთილი,
წყლებით იღვიძებენ ქარის სადგომები,
ისევ მეორდება ჟამის გაკვეთილი
ახალ გარდაცვლებით, ახალ აღდგომებით.




მივდივარ ჩუმად

გულში კვლავ არის სიმაღლის და ნათლის კუნჭული,
ვარსკვლავების და შენი მკერდის ამომბურცველი;
შენი ვარდების ბაღში ვდგავარ თვალდახუჭული,
შენი ვარდიდან ჩამოვარდნას ლამობს ფურცელი.

ცრემლით ივსება თვალის გუგა, ვხედავ კურცხალით
ბრმა მერცხალივით მეჯახება მიჯნურთ ნათება,
მივდივარ ჩუმად მამასავით ბედდაუმცხრალი,
მთვარეა გარეთ და ქარების მიჩუმათება.

მივდივარ ჩუმად მთვარესავით სხივგაბურდული,
ჩიტის ჩრიტინმა, სხივრეულმა, ღამე გაღება:
შენს ვარდების ბაღს უმძიმესი ადევს ურდული,
შენს გულს ჩაესმის ვარსკვლავების ყრუ შეჯახება. . .




მკის დასასრული

ყვავილნი მსხვერპლნი არიან. ცელით
მათ სინათლეში ათლოდათ გული
მამას მოცელავს დღის ღრიანცელი
და მაინც ელის ხსნას გათანგული.

მაღალ შროშნების ამ თაიგულებს
სხივები გულზე მოეკიდება,
მათ ხელსისხლიან მეთაიგულეს
საგალობლები უთხრეს ბინდებმა.

შენთვის ძნელია სხვების შენდობა,
შინდება ბნელით სინათლე კვართა,
სულში ტაძარი აღარ შენდება,
სიბნელე ნულის გამოიკვართა.

დაფეთებული გული ფეთქავდა,
,,მე? აითქვიფა, ერთჯერადია,
საფეთქელს ალბათ ჩაესმის ბათქი,
მინდოდა მეთქვა: ეს ჯერ ადრეა . . .




მწუხრის ფრთები

მზერით მფრთხალი უფსკრულები
ივსებიან ფრთების კდემით.
სიცოცხლისგან იკურნები,
სადღაც მიდიხარ და კვდები.

ნუთუ ტანჯვისათვის მოხველ,
გარდაცვლამდე ები ბნელში,
მწუხრით ამოხეთქილ ოხვრებს
მინის გუმბათებით შეფშვნი.

გართობს კვდომა, ზორვა ცივი,
მთები მუდამ შეღამული.
ფრთები მწუხრით დანაცვივი,
თრთოლვა მზეთა დღეღამული!




მზე და ვან გოგი

დიდდება გული, მზე გარდმოიხსნა მძიმე თვლემიდან,
ისევ ვაგუბებ მომსკდარ ჟამს გონგით.
მდნარ გუდრონიდან, მოღიაღებულ საფლავებიდან
წამოიწევა მზე და ვან გოგი.

საღამოს შრამში ფეხმძიმდება მზით შიომღვიმე,
ჩურჩულებს მკვდრები და ელევსინი.
შენი თვალები დავიწყების ცას შეუღიმებს,
კვლავ მთვარეების გაელავს სინი.

ქვის გული _ მორგი მიატოვეს ფიქრის ფარებმა,
გაერიდება მძიმე მძორთ ძელი
და ხმაჩაწყვეტილ სავსე მთვარეს გადეფარება
თმაგაწეწილი ფიქრის ძონძები.

დიდდება გული, მზე გარდმოიხსნა მძიმე თვლემიდან,
ისევ ვაგუბებ მომსკდარ ჟამს გონგით.
მდნარ გუდრონიდან, მოღიაღებულ საფლავებიდან
წამოიწევა მზე და ვან გოგი.

 (xma: 7)
 |  | ნახვა: 1123 | ავტორი: ADMINISTRATOR |  19 მაისი 2009 | კომენტარი (0)

komentaris damateba


ავტორიზაცია



ახლები


ვალუტის კურსი




ზესტაფონის რადიო



Flash Games


ლინკები



რეგიონალური



მხარდამჭერები


FC zestafoni
--------
mshenebloba
--------



  
© Copyright & Developed By ZESTAFONI PORTALL 2005-2012