ტესტირება კორონავირუსზე — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ტესტირება კორონავირუსზე

date 9 მაისი 2020
article672.jpg

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე მიზნობრივი ჯგუფების ტესტირება დაიწყო.

  PSR ტესტირება მთავრობის დადგენილების შესაბამისად, რისკ ჯგუფში შემავალ პირებს უტარდებათ. მათ შორის არიან:

მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელიბის ცენტრის ეპიდემიოლიგები;

ის სამედიცინო პერსონალი, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ კონტაქტების კვლევას და ატარებენ ტესტირებას;

სასწრაფო-სამედიცინო გადაუდებელი დახმარების და კატასტროფის ბრიგადის თანამშრომლები;

სტაციონალური სამედიცინო დაწესებულებების მიმღების ინტენსიური თერაპიის, რეანიმაციული და ეპიდემიოლოგიური განყოფილების პერსონალი;

მუნიციპალიტეტში მიზნობრივი ჯგუფების ტესტირების პროცესს ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი თამარ გველესიანი გაეცნენ და ადგილზე მიიღეს ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ტესტირება 42 პირს ჩაუტარდა.

მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, ტესტირების პროცესი ქვეყანაში ეტაპობრივად დაიწყო.

პირველ ეტაპზე კორონავირუსზე ტესტირება, COVID -19 სთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პირებს ჩაუტარდათ, ტესტირება ჩაუტარდათ ასევე ცხელების ცენტრში მოთავსებულ პაციენტებს.

კორონავირუსზე ტესტირების წრე და მიზნობრივი ჯგუფები ფართოვდება, რაც რისკების მინიმუმამდე დაყვანას ითვალისწინებს.