სოფლებში დაშვებული იქნება მსუბუქი ავტომობილით საათობრივი გადაადგილება — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



სოფლებში დაშვებული იქნება მსუბუქი ავტომობილით საათობრივი გადაადგილება

date 22 აპრილი 2020
article666.jpg

  პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რეგიონებში, კონკრეტულად კი სოფლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებული იქნება მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება.

   ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება ვრცელდება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დილის 6 საათიდან 8 საათამდე, და საღამოს 6 საათიდან 7 საათამდე.

   ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და რეგიონული შტაბები განახორციელებენ შესაბამისი ნებართვების გაცემას.

   გადაადგილების დროს დაცული უნდა იქნას, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციები, მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოების წესები.