ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება

date 24 აპრილი 2020
article667.jpg

  კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ზესტაფონის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება.  ქუჩების სადეზინფექციო ხსნარებით მორეცხვა კომპანია" ჯორჯიან მანგანეზის" და ზესტაფონის დასუფთავების სამსახურის მიერ განხორციელდა, სპეციალური ტექნიკის საშუალებით.

  სადეზინფექციო სამუშაოების პროცესს, ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადევნებდნენ თვალყურს.
  კომპამია "ჯორჯიან მანგანეზი" და მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური, პანდემიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ.
  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია