პირბადის ტარების წესის დარღვევა — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



პირბადის ტარების წესის დარღვევა

date 13 დეკემბერი 2020
article698.jpg

  ზესტაფონში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს (რაც გულისხმობს პირბადის ტარების წესისის დაცვას), მიუხედავად ამისა, ზესტაფონში მოქალაქეთა ნაწილი კვლავ თავისუფლად გადაადგილდება პირბადის გარეშე.

  შს სამინისტროს თანამშრომლებმა 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით (მათ შორის არიან ზესტაფონში) 801 ფიზიკური პირი დააჯარიმდა.

  შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

  საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

ფოტო: ზესტაფონი დღეს (13.12.2020 წ.).