ერმალო მაღრაძე — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



გარდაიცვალა ერმალო მაღრაძე

date 13 ნოემბერი 2021
article734.jpg

  78 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი და ოპერატორი ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

  რეჟისორი კლინიკა „ბომონდის” კოვიდცენტრში 4 ნოემბრიდან მკურნალობდა. მას ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

  “პაციენტის გადასარჩენად მაქსიმალური გააკეთა კლინიკის გუნდმა, თუმცა სამწუხაროდ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და ქვეყანას,”-ამბობს “კლინიკა „ბომონდის” კოვიდცენტრის რეანიმაციის მთავარი სპეციალისტი.

  ცნობისთვის, ერმალო მაღრაძე 1943 წლის 14 დეკემბერს სამტრედიაში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა ზესტაფონის რკინიგზის საშუალო სკოლა. 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სცენარისტის სპეციალობით. 1992 წელს დააარსა კინოფირმა „ერმალოფილმი“. გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც.

 

  ასე გამოეხმაურნენ ერმალოს გარდაცვალებას:


"არ მეგულება ადამიანი ჩვენს პატარა რაიონში მისი სახელი ეუცხოვოს..ცხოვრება გალეული მიზნამდე სვლაში და ნაკვალევზე დატოვებული უბადლო პოზიტივი..
,,მალე"_ს გუნდი თანაზიარი ვხდებით და ვუსამძიმრებთ ოჯახს,მეგობრებს,კოლეგებს...

 

 

 



მშვიდობით ერმალო
რა დავწერო არც ვიცი...
ცრემლი მისით მოდის და არ წყდება...უბოროტო ალალი ადამიანი წავიდა ამ სამყაროდან.თუმც ჩვენს გულებში სულ იქნები.ნათელი სანთელი შენს უბოროტო სულს...ბევრი გახსენებია ჩვენი ურთიერთობის წლებში მაგრამ სულ გამეყინა გონება.თითქოს სამყარო გაჩერდა წამიერად.იმ წამიერად როდესაც იმიერში წავიდა შენი თბილი და ლამაზი სული. ერთი აუცილებლად მინდა ვთქვა რომ ერმალო იყო კოლორიტი და პოზიტიური ადამიანი.ყველა მისი მეგობრისათვის იყო ისეთი რომელიც ამ ქვეყანას გვილამაზებდა და იმქვეყნად წასვლის შიშს გვიმსუბუქებს.ნათელი და სანთელი ერმალო მაღრაძის სულს...

შოთა ფერაძე