ზესტაფონში სასწრაფო დახმარების ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა. — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



სასწრაფო დახმარების ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

date 12 ოქტომბერი 2020
article691.jpg

ზესტაფონში სასწრაფო დახმარების ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ექთანი პარალელურად ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და მისი დაინფიცირებაც აღნიშნულ კლინიკას უკავშირდება.

როგორც ზესტაფონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ექთნის შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მას სპეციალისტები სახლში აკვირდებიან, ხოლო ექთნის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. 

ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ვირუსი არ დაუდასტურდა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ 9 პირს.