კორონავირუსის პირველი შემთხვევა — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



კორონავირუსის პირველი შემთხვევა

date 20 მაისი 2020
article673.jpg

   ზესტაფონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა ზესტაფონის საავადმყოფოდან გვიან ღამით ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისათვის სტაბილურია. მამაკაცს დიარეა და ზოგადი სისუსტე აღენიშნება.

  იმერეთის გუბერნატორის განცხადებით ვირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდგინდა და მასთან შეხებაში მყოფი ყველა ადამიანი იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. მისივე განმარტებით კონტაქტების დიდი რაოდენობა არ არის და არ არსებობს საშიშროება, რომ გავრცელება მოხდეს.

  ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 19 კი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 713 ადამიანია, აქედან 475 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12 ადამიანი.