84 წლის ზესტაფონელმა კოვიდცენტრი გამოჯანმრთელებული დატოვა — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



84 წლის ზესტაფონელი გამოჯანმრთელდა

date 22 ივლისი 2021
article722.jpg

  „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრი გამოჯანმრთელებული დატოვა 84 წლის მამაკაცმა, რომელიც კლინიკაში სამი თვის განმავლობაში მკურნალობდა.

  84 წლის მამაკაცი ზესტაფონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია. ის კლინიკაში 24 მაისს, დადასტურებული კოვიდინფექციით შემოიყვანეს. პაციენტს ფილტვის ქსოვილის 95 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. მას ასევე აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

  „კლინიკაში შემოსვლის მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. კოვიდცენტრის რეანიმაციული განყოფილების გუნდის მიერ ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ხანდაზმული პაციენტი სახლში სრულოიად გამოჯანმრთელებული გაეწერა,“-აცხადებენ „კლინიკა ბომონდში“