2-დღიანი გამონაკლისი გადაადგილებასთან დაკავშირებით — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



2-დღიანი გამონაკლისი გადაადგილებასთან დაკავშირებით

date 24 აპრილი 2020
article668.jpg

  "ორშაბათიდან ყველა შეზღუდვის მოხსნა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტომანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არ ნიშნავს საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის შეზღუდვების მოხსნას. ეს შეზღუდვები კვლავ შენარჩუნდება.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდვების დაწესება სააღდგომო დღესასწაულებს დაემთხვა და ბევრი მოქალაქე გასული იყო საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში, ან თავისი სამუშაო ადგილიდან - მათთვის ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს, ეს იქნება ორი დღე - ორშაბათი და სამშაბათი. ამის შემდეგ კი, ის შეზღუდვები, რომელიც არის ჩვეულებრივ საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით კვლავ აღდგება. ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოქალქეებს  დისკომფორტი მოვუხსნათ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

   27 აპრილიდან ასევე სრულად იქნება დაშვებული  ტაქსების ოპერირება, მიტანის სერვისები, აგრარული ბაზრების საქმიანობა.

   შეგახსენებთ, რომ  უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების
საფუძველზე, 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან, მაღალი ეპიდემიოლოგიური
რისკის გამო, საქართველოს 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვა ძალაში
შევიდა.

  დადგენილი წესების შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის,
რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში სრულად აკონტროლებს
მიმოსვლის პროცესს.

  საკონტროლო გამშვები პუნქტები თითოეული ამ ქალაქის შესასვლელებსა და
გასასვლელებში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებენ და აკრძალულია იმ პირთა
შესვლა, ვინც რეგისტრირებული არ არიან ამ ტერიტორიულ ერთეულებში.