ზესტაფონის რაიონული სასამართლო
კონკურსი
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურო აცხადებს კონკურსს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს აპარატის ვაკანტურ თანამდებობებზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აპარატის უფროსი-საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი
2. მოსამართლის თანაშემწე
3. სხდომის მდივანი
4. სპეციალისტი (სამეურნეო საკითხებში)
5. ქსელის ადმინისტრატორი
6. განყოფილების უფროსი
7. წამყვანი სპეციალისტი
8. სპეციალისტი
9. კურიერი
10. მოსამართლის თანაშემწე
11. სხდომის მდივანი
12. სპეციალისტი
13. კურიერი
14. სამსახურის უფროსი
15. მანდატური
კონკურსის პირობები:
კონკურსი ეწყობა იმ პირებს შორის, რომლებიც შეიტანენ განცხადებას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და დააკმაყოფილებენ საკონკურსო მოთხოვნებს.
მისაღები კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, აქვს შესაბამისი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. `საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სასამართლოს მანდატურის თანამდებობაზე მისაღები კანდიდატების ასაკი განსაზღვრულია 22-დან 50 წლამდე. სასამართლოს მანდატურად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოში წერილობით განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
1. ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);
2. განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის (დიპლომი) ასლი;
3. უკვე გაცემული შრომის წიგნაკის ასლი;
4. ორი ფოტოსურათი;
5. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
კონკურსს ატარებს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, განცხადება და სხვა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოში განცხადების გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადაში, 10.00 საათიდან 17.00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
კონკურსი ჩატარდება განცხადების გამოქვეყნების დღიდან არაუადრეს სამი კვირისა. კონკურსი მოეწყობა გასაუბრების ფორმით.
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გამარჯვებულმა ორ კვირაში უნდა წარმოადგინოს დამატებითი საბუთები `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
დაწვრილებითი ცნობებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს შემდეგ მისამართზე: ზესტაფონი, წერეთლის ქ. #7, ზესტაფონის რაიონული სასამართლო. ტ. (8 292) 5-28-76
აღნიშნული განცხადება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე: www.csb.gov.ge (საჯარო სამსახურის ბიურო) ან www.jobs.gov.ge (დასაქმება საჯარო სამსახურში).
საბუთების მიღება იწარმოებს 15 მარტს ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტ: 27 31 14