ზესტაფონის რელიეფი 
ზესტაფონის ტერიტორიაზე 4 ორგანული ერთეულია. მდ. ყვირილას ორივე მხარეზე სადგურ აჯამეთთან(დასავლეთით) ქ. ზესტაფონამდე ვრცელდება კოლხეთის დაბლობის ნაწილი. აღმოსავლეთით გორაკ - ბორცვიანი ზონაა. აღმოსავლეთის ნაწილი უკავია ზემო იმერეთის პლატოს სამხრეთ - დასავლეთ მონაკვეთს. სამხრეთით აღმართულია მდინარეების _ ყვირილისა და საკრაულის დაბალი წყალგამყოფი ქედი. დაბლობი აგებულია ახალგაზრდა ალუვიონით, რომელშიც გამომუშავებულია მდ. ყვირილის განიერი აკუმულაციური ტერსები. რელიეფი დანაწევრებულია მრავალრიცხოვანი ხევ - ხეობებით. გორაკ - ბორცვიანი ზონა აგებულია ოლიგოცენური და მიოცენური ასაკის თიხნარით, ქვიშა - ქვებითა და მერგელებით. ზედაპირი დანნაწევრებულია მდ. ყვირილის შენაკადებით. ფერდობები დამეწყრილია. პლატო ძირითადად განვითარებულია ძირულის კრისტალურ მასივზე, რომელიც მდ. ყვირილას მარჯვნივ მდ. ძუსამდე ვრცელდება.
რაიონის ფარგლებში პლატო აგებულია პალეოზოური ასაკის კრისტალური ფიქლებით და გრანიტებით. პლატოს სამხრეთ ნაწილში გაშიშვლებულია ლიასური ვულკანური და დანალექი ქანები. მდინარეების ყვირილასა და საკრაულას წყალგამყოფი ქედი უმთავრესად აგებულია ძლიერ დანაოჭებული ეოცენური ტუფ-ბრექჩიებითა და მერგელებით. ქედის ჩრდილოეთ კალთა საკმაოდ ციცაბოა და მისი დანაწევრების საიღრმე 200-დან 400მ- მდე მერყეობს. ნიადაგები დაბლობზე ალუვიურია, ტერსებზე-საშუალო და დიდი სისქის სუბტროპიკული ეწერია. გორაკ-ბორცვიანი ზონა უჭირავს ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებს. ძლიერად და ხრილ კალთებზე მცირე სისქის ხირხატიანი სახესხვაობებია, ხოლო დამრეც ფერდობებზე-დიდი სისქის თიხიანი ნეშომპალა. რაიონის აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგები. მდინარეების - ყვირილისა და საკრაულის წყალგამყოფი ქედის ჩრდილო კალთაზე გავრცელებულია საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგი.
by Elza Feradze — last modified 2009-05-06 14:40