Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE


ავღანეთში ზესტაფონელი დაიღუპა

article0.jpg

 ავღანეთში ზესტაფონელი სერჟანტი დაიღუპა

    ავღანეთში დაღუპულ 25 წლის ახალგაზრდას სამშობლოში კვირას გადმოასვენებენ. მდინარი ბებიაშვილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბნის მკვიდრია. 

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ბებიაშვილი ავღანეთში მისიით მესამედ იმყოფებოდა. 
„უკვე მესამედ იმყოფებოდა ავღანეთში. ოქტომბერში უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. წინა დღეს ესაუბრა დედას და უთხრა, რომ საშიში არაფერი იყო. საკუთარი ოჯახი არ ჰყავს. აპრილში წავიდა და ოქტომბერში მშვიდობით დაბრუნებას ელოდებოდა. ძალიან ცუდ დღეში ვართ", - აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა. 
მომხდარი თავდასხმისას ასევე დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ