Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE


ირანელმა ჯვარი წაბილწა

article39108.jpg

ზესტაფონში, ირანელმა ჯვარი წაბილწა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუკ“-ის მომხმარებელი ინგა ჩუბინიძე წერს.

 

ინგა ჩუბინის თქმით, უცხოელის საქციელს ადგილობრივები გამოეხმაურნენ. სამართალდამცავებმა ირანელ მამაკაცთან დაპირისპირების გამო ერთ-ერთი ადგილობრივი ბესო გელაშვილი დაიჭირეს.

ინგა ჩუბინიძე დახმარებისთვის ზესტაფონის ეპარქიაში მსახურ სასულიერი პირებს მიმართავს.

“ეს რა ხდება, რა უბედურებაა, საშინელებაა რაც დღეს ზესტაფონში ხდება, და იქნებ ხმა მაინც ამოვიღოთ განსაკუთრებით ზესტაფონლებმა!

უდანაშაულო ბიჭი რომელიც ჩვენი სიწმინდის წაბილწვისთვის პასუხი მოთხოვა ირანელს, ეხლა ციხეში ზის, ეს ოთხი დღის წინ მოხდა,. სწრაფ კვების ობიექტთან გააჩერეს ავტობუსი, ირანელებია ჩვენ როგორც ვიცით, ერთმა მივიდა და ჯვარი წაბილწა (მიაშარდა), ამას გამოეხმაურენ ახალგაზრდები..სამი არასრულწლოვნები იყვნენ გამოუშვეს, და ეს ერთი ბესო გელაშვილი დაიჭირეს...უსინდისოდ 5 ლარის გამოძალვა წაუყენეს ბრალად, ხომ ხვდებით რაც ხდება... 

ბესო გელაშვილის ადგილზე ყველა ღირსეული ადამიანი ისე მოიქცეოდა როგორც ის მოიქცა...ვიღაც უცხოელმა შეურაცყოფა მიაყენა ჯვარს, ამ კაცმა პასუხი მოთხოვა და დაიჭირეს...ბესოს დახმარება მგონი ყველა ჩვენთაგანის ვალია...

განსაკუთრებით მივმართავ ზესტაფონის ეპარქიაში მსახურ სასულიერი პირებს, ჩაერთონ ამ სამეში და რეაგირება მოახდინოს ამ უსამართლო ფაქტზე, შესაძლებელია თავდებით განთავისუფლება!“ - წერს ინგა ჩუბინიძე.



ჯერჯერობით არავის გაუკეთებია კომენტარი. იყავით პირველი და დატოვეთ თემასთან დაკავშირებული კომენტარი.