საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ 39-კმ 62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ასევე, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ18-კმ40 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზების ამ მონაკვეთებზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.