ტატო სამხარაძე — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



მსოფლიო ჩემპიონი : ტატო სამხარაძე

date 8 მაისი 2019
article579.jpg

  მსოფლიოს ახალგაზრდულ ლიგაზე კარატეში, საქართველოს ნაკრების წევრი, ზესტაფონის მკვიდრი, ტატო სამხარაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ტურნირი კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში ჩატარდა. მსოფლიო ტურნირზე 100 - ზე მეტი ქვეყნის 420 კლუბი იღებდა მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები კვიპროსზე, 11 სპორტსმენით ასპარეზობდა. ტატო სამხარაძემ შვიდი შეხვედრა ჩაატარა. ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებში ის ეგვიპტელ სპორტსმენებს დაუპირისპირდა და საქართველოს ისტორიაში ერთ - ერთი წარმატებული გამოსვლა აჩვენა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტატო სამხარაძეს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით მაღრაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თემურ საყვარელიძე დახვდნენ და მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცეს. ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად, ტატო სამხარაძის მწვრთნელი, ირაკლი ღონღაძეც იმყოფებოდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.