ზესტაფონს თანამედროვე სპორტის სასახლე ექნება — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონს თანამედროვე სპორტის სასახლე ექნება

date 5 ნოემბერი 2012
article211.jpg

 ზესტაფონს მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტის სასახლე ექნება. დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულ ლაშა მაქაცარიასთან ერთად, ზესტაფონში სპორტის სასახლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სპორტის სასახლე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის კოორდინირებით შენდება. პროექტი, რომელზეც 100-მდე ადამიანია დასაქმებული, ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ზესტაფონის სპორტის სასახლის დარბაზი 500 მაყურებლისთვის არის გათვალისწინებული და კალათბურთის, ფეხბურთის და ფრენბურთის გარდა, შეჯიბრებებს კრივსა და ჭიდაობაშიც უმასპინძლებს