უკრაინაში, ქალაქ ლუცკში გამართულ 28-ე მსოფლიო ჩემპიონატზე, შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ზესტაფონელმა შალვა ბებიაშვილმა ძალისმიერი სამჭიდის MPF/- დივიზიონის (MILLITARY, POLECE AND FIRE) 125 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში, სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში წარმატებით იასპარეზა და ოქროს 2 მედალი მოიპოვა, ერთიც ბრინჯაოსი. მან წოლჭიმში მაქსიმალური - 190 კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში კი 280 კგ დაძლია და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
