მინი ფეხბურთის ტურნირი — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონში მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

date 22 აგვისტო 2018
article489.jpg

  ზეტაფონში, მუნიციპალური პირველობისთვის, მინი ფეხბურთის ტურნირი მიმდინარეობდა. ტურნირი რამდენიმე წლის წინ დაარსდა და ამჟამად ავღანეთში გმირულად დაღუპული მებრძოლის, მდინარი ბებიაშვილის სახელს ატარებს. 

  „სოფელ მარტოთუბნის მკვიდრი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი გასული წლის აგვისტოში, სამხედრო პატრულირების დროს დაიღუპა. შეჯიბრის ფინალურ ეტაპზე მარტოთუბნის გუნდი ასპარეზობდა, რომლის მოწინააღმდეგე საყავრიის უბნის გუნდი იყო. სანახაობრივი და დაძაბული თამაში საყავრიის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა. ტურნირი მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა და ფინალისტები მედლებითა და ფულადი პრიზებით მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დააჯილდოვეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

  „ეს ტურნირი ერთ-ერთი იმ აქტივობის ნაწილია, რომელიც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს ახალგაზრდებში და არა მარტო. თვალ-ყურს ვადევნებდით მთელი შეჯიბრის მიმდინარეობას და ფინალმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თავდაუზოგავად იბრძოლა მარტოთუბნის გუნდმა: ფინალში თამაშს მათთვის განსაკუთრებული მოტივი ჰქონდა, ტურნირი ხომ მათი თანასოფლელის, ავღანეთში გმირულად დაღუპული მდინარი ბებიაშვილის სახელს ატარებს. ვულოცავთ ორივე გუნდს და მადლობას ვუხდით ასეთი თამაშისთვის,“ - აღნიშნა კახაბერ მახათაძემ