ამხანაგური მატჩი უკრაინასთან — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ამხანაგური მატჩი უკრაინასთან

date 28 მარტი 2016
article214.jpg



27 მარტს, ორივე გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ჩვენმა სტუმრებმა 17:00 საათზე წყალტუბოში ივარჯიშეს, ერთი საათით გვიან კი, გია გეგუჩაძის შეგირდებმა წვრთნა ზესტაფონის სტადიონზე გაიარეს.

ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა “დავით აბაშიძის” მედია-ცენტრში პრესკონფერენცია მოაწყო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“ახლა გაცილებით ძლიერი მეტოქე გვყავს, ვიდრე სან მარინო იყო, თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ რადგან მატჩი ამხანაგურია, ჩვენთვის შედეგი მეორეხარისხოვანი იქნება. რა თქმა უნდა, ასე არ არის. ძალიან მიხარია, რომ შეხვედრა ზესტაფონში ჩატარდება, აქ ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ და იმედი მაქვს, ხვალ გულშემატკივარიც მრავლად მოვა” - განაცხადა გია გეგუჩაძემ.

საქართველოს ნაკრების ვარჯიში ნაყოფიერი გამოდგა. გუნდი სრულ მზადყოფნაში ხვდება მოახლოებულ შეხვედრას. დანაკლისი ერთია. ავადმყოფობის გამო ნაკრებს ნახევარმცველი ავთო ენდელაძე ვერ დაეხმარება.

სფფ-ს პრეს-სამსახური.