Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



სოფელ შროშაში ზვავი ჩამოწვა

date 19 მარტი 2013
article233.jpg

 უხვი ნალექის გამო ზესტაფონის რაიონის სოფელ შროშაში ზვავი ჩამოწვა. ჩამოშლილმა მიწამ სოფლის ძირითადი გზა გადაკეტა. ადგილზე იმყოფებოდნენ ზესტაფონის გამგეობის წარმომადგენელი მურმან ნებიერიძე და სოფელ შროშის რწმუნებული მირიან ღამბაშიძე. როგორც რწმუნებულმა „ინფო 9"-ის გადამღებ ჯგუფთან საუბრის დროს განაცხადა, მოსახლეობამ საკუთარი ძალით გზაზე საცალფეხო ბილიკი გააკეთა. მისივე თქმით, გზის სრულად გაწმენდა მძიმე ტექნიკის გამოყენებით მოხდება.