Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონში საავტომობილო გზა ისევ ჩაინგრა

date 6 დეკემბერი 2018
article538.jpg

 

  ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე საავტომობილო გზა ჩაინგრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი გიგა გაბრიჭიძე ავრცელებს. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე გზა რამდენჯერმე ჩაინგრა.

"როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონში ქერქული ნარჩენების უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება ანტიკორუფციულ სააგენტოში. როგორც ჩანს, გამოძიების მიმდინარეობა ხელს არ უშლის მერს და მის გარემოცვას ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელონ ჭანტურიას ქუჩისთვის ძირის გამოთხრა, რათა ამით აიძულონ ცენტრალური ხელისუფლება, რომ სასწრაფო წესით გაიცეს შესაბამისი ლიცენზია. საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება მერისგან ძირისგამომთხრელი საქმიანობა?!," - ამბობს გაბრიჭიძე. 

ზესტაფონის მერიაში ამბობენ, რომ ადგილზე გზის აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.