ძმამ ძმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

date 1 თებერვალი 2019
article558.jpg

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

"სამართალდამცველებმა ძმის მკვლელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 თებერვალს ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ძმას - 1994 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს გადაჭრილი თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ გ.ფ. მომხდარიდან მალევე, სოფელ მარტოთუბანში დააკავა" - აცხადებს შსს.

  გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალდება 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – აცხადებენ უწყებაში.