Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია

date 1 თებერვალი 2018
article424.jpg

  საქართველოს რკინიგზა ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე შეჩერებული მატარებლების გამო განცხადებას ავრცელებს.

  რკინიგზის ადმინისტრაციის ცნობით, მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის შეზღუდვის შედეგად ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე დროებით შეფეხრდა მატარებლების მოძრაობა.

  "ელექტროენერგიის მიწოდება განახლდა და მატარებლები ხაზზე ეტაპობრივად გავლენ. "სს „საქართველოს რკინიგზის“ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული”, – წერია რკინიგზის განცხადებაში.

  მგზავრების ცნობით, თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი უამინდობის გამო ხაშურშია გაჩერებული და გზას ვერ აგრძელებს