Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE


ხანძარი ზესტაფონში, დაშავებულია სასულიერო პირი

article39101.jpg

 ზესტაფონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს, სასულიერო პირმა დამწვრობა მიიღო

 ზესტაფონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სასულიერო პირი დაშავდა, საცხოვრებელი სახლი კი დაიწვა. მამა დავითმა (აბულაძე) სხეულზე დამწვრობა მიიღო და ის ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. "მეზობლებმა ხანძარი მაშინ შეამჩნიეს, როცა ცეცხლის ალი გარეთ გამოვიდა. ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდა ოჯახის უფროსი, რომლის გადარჩენაც მოხერხდა, თუმცა საცხოვრებელი სრულად განადგურდა. ხანძრის გაჩენის მიზეზს პოლიცია ადგენს", - განაცხადა ზესტაფონის სახანძრო -სამაშველო სამსახურის უფროსმა ზვიად მაღლაკელიძემ. წინასწარი ვერსიით, ხანძარი სახლში სანთლიდან გაჩნდა.

 



ჯერჯერობით არავის გაუკეთებია კომენტარი. იყავით პირველი და დატოვეთ თემასთან დაკავშირებული კომენტარი.