Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ხანძარს 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

date 19 ოქტომბერი 2017
article395.jpg

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

  მეზობლების ინფორმაციით, ბოჭორიშვილების ოჯახში, ოჯახის უფროსი და სტუმრად მყოფი მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ხანძარი კი სავარაუდოდ შეშის ღუმელმა გამოიწვია, რის შედეგადაც სოფელ კვალითში სტუმრად მყოფი მამაკაცი გარდაიცვალა.

   მეზობლების ინფორმაციითვე ორივე მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურება გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.