ხანძარი ზესტაფონის ბაზარში — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ხანძარი ზესტაფონის ბაზარში

date 2 აგვისტო 2016
article241.jpg

  ზესტაფონში, ე.წ. შავ ბაზარში მდებარე ობიექტებზე წუხელ ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ხანძრის ლოკალიზებაზე ზესტაფონის სახანძრო სამსახურის გარდა ქუთაისისა და თერჯოლის სახანძრო ბრიგადებიც მუშაობდნენ. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობილია. რაც შეეხება ზარალს, მისი ოდენობა დგინდება. „მუშაობენ გამომძიებლები, რათა დადგინდეს პირველ რიგში მიზეზები, რა მოხდა და როგორ მოხდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ კომპენსაციასა და დახმარებაზე, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ზარალი საკმაოდ დიდია და მხოლოდ ჩვენ ვერ მოვახერხებთ მოსახლეობისთვის გვერდით დადგომას. ალბათ მოგვიწევს მთავრობისთვის მიმართვა, რომ დაგვეხმაროს“, - განაცხადა ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლაფაძემ, რომელიც წუხელ ხანძრის ადგილზე იმყოფებოდა.