რკინიგზის ბრიგადირებს რელსები დაეცათ — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



რკინიგზის ბრიგადირებს რელსები დაეცათ

date 28 მაისი 2019
article590.jpg

 

  ზესტაფონში, საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე ორი თანამშრომელი დაშავდა. მათ საწყობში რელსები დაეცათ. დაშავებულები ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა ერთის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

   გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის  240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

   ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირებმაც.

   “შრომის უსაფრთხოების ნორმების სავარაუდო დარღვევის მორიგი შემთხვევა სს ,,საქართველოს რკინიგზაში”:

   ხიდებისა და გვირაბების ბრიგადირს (მ.ნ.) და მჭედელს (მ.ბ) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რელსები დაეცა.

   რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ადგილობრივი პირველადი პროფორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, შემთხვევა დასაწყობებული მასალების ჩამოშლას მოჰყვა.

  უსაფრთხოების შესახებ კანონის თანახმად, კომპანია ვალდებულია საწარმოებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები დანიშნოს და მომხდარის მოკვლევის პროცესში დასაქმებულთა წარმომადგენელი ჩართოს. მიუხედავად ამ ვალდებულებებისა, სახელმწიფოს 100% წილის მქონე კომპანია – საქართველოს რკინიგზა, ამ დრომდე არ უზრუნველყობს პროფკავშირის შესაბამის ინფორმირებულობას და ჩართულობას პროცესში, რაც თავის მხრივ კანონის უხეში დარღვევაა.

   საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის ამ და სხვა უკანონო საქმიანობას, რაც შრომის უსახფრთხოებისა და შრომითი პირობების უგულებელყოფას უკავშირდება, სახელმწიფოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია უახლოეს პერიოდში განიხილავს” – ნათქვამია განცხადებაში

  ექიმის, ვახტანგ ლაშხის ინფორმაციით, პაციენტი საშუალო სიმძიმით ორივე ქვედა კიდურის მოტეხილობით დილით, 09:10 საათზე შემიყვანეს. ექიმი ამბობს, რომ დაშავებულმა დაზიანებები ქვედა კიდურებზე რკინის სიმძიმეების დაცემით მიიღო. ამჟამად პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშიამოთავსებული. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, რკინიგზელი მიხეილ ბებიაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.


??????? ????